ამ ოლიგოპოლიურ ბიზნესთან მხოლოდ გაფრთხილებები არ ჭრის - პაატა ბაირახტარი წამლების გაძვირებაზე

ამ ოლიგოპოლიურ ბიზნესთან მხოლოდ გაფრთხილებები არ ჭრის - პაატა ბაირახტარი წამლების გაძვირებაზე

access_time2023-03-26 11:30:17

არ არსებობს ლოგიკური და ობიექტური ახსნა იმისა თუ რატომ გაიზარდა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.


„თუ შევხედავთ გლობალურ პროცესებს, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პარამეტრებსა თუ გარემოებებს, არ არსებობს ლოგიკური და ობიექტური ახსნა იმისა თუ რატომ გაიზარდა ამ მედიკამენტები ფასები. თანაც ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე გარემოებას, პირველი – ჩვენ არ ვსაუბრობთ ფასების მცირე ცვლილებაზე, ფასები მედიკამენტებზე გაიზარდა 100-200%-ით ხოლო რიგ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასების ზრდაც კი ფიქსირდება. მეორე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ფასების ცვლილება მოხდა იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტულ ფასს მიღმაა. ხოლო, მესამე და უმთავრესი არის ის, რომ ეს არის ის მედიკამენტები, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს. ანუ რა მოხდა: კომპანიებმა გადაწყვიტეს ის არაპროპორციული (ყველ შემთხვევაში ევროპის მაშტაბით ყველაზე მაღალი მოგება), რომელსაც რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ვეღარ იღებდნენ, სხვა მედიკამენტებიდან დაებალანსებინათ და ეს გახლდათ სწორედ ონკოლოგიური მედიკამენტები,“- განაცხადა ბაირახტარმა.


რაც შეეხება ფარმაცევტული სექტორის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასებმა გასული წლის სექტემბრიდან კლება დაიწყო, რისი მიზეზიც კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია იყო ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ამის შემდეგ თურქეთში მედიკამენტები გაძვირდა და ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი, ბაირახტარი აცხადებს, რომ  ეს „სრულიად არაფრისმთქმელი განცხადება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.“


„როგორც განცხადებიდან ვიგებთ, პირვანდელი ფასების მიზეზი იყო ის, რომ რიგ მედიკამენტებს ვადა გასდიოდა და კომპანიებმა ის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდეს. ეს თეორია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, როგორ წარმოგიდგენიათ 4 სხვადასხვა კომპანიაში ერთსა და იმავე მედიკამენტს, ერთსა და იმავე დროს გაუვიდა ვადა ?! და ასევე ამ კომპანიებმა ზუსტად ერთნაირი ფასები დაადეს შემდგომში ამ მედიკამენტებს?! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ სიაში მხოლოდ რეფერენტულ ფასს მიღმა არსებული მედიკამენტები მოხვდა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბაზარზე შეთანხმებული ფასებით ოპერირებას. რაც კონკურენციის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი დარღვევის აშკარა ნიშნები იმავე ბიზნესოპერატორების მხრიდან თებერვლის თვეშიც ფიქსირდებოდა,“- განაცხადა ბაირახტარნმა



კითხვაზე, რა სისტემური გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში, რომ კომპანიებს არ ჰქონდეთ ფასების ხელოვნური ზრდის საშუალება, ეკონომისტი ამბობს, რომ გამოსავალი რამდენიმეა. პირველი არის მარეგულირებელი და მისი მხრიდან მკაცრი სანქციები, რადგან ამ ოლიგოპოლიურ ბიზნესთან მხოლოდ გაფრთხილებები არ ჭრის.


„მეორე შედარებით უფრო სისტემური ნაბიჯი არის ბაზარზე ვერტიკალური წვდომის მეტ-ნაკლები რეგულირება. რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე,“- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

 

 

ჯანდაცვა

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up