სახელმწიფოს მხრიდან  სწორი მიდგომა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების გამარტივება და ხარჯების შემცირებაა - ზვიად ხორგუაშვილი

სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების გამარტივება და ხარჯების შემცირებაა - ზვიად ხორგუაშვილი

access_time2020-05-03 11:30:07

“დერეგულირება და გადასახადების შემცირება ეს არის ეკონომიკურად სწორი ნაბიჯი, დანარჩენი რასაც მთავრობა აკეთებს სოციალური პაკეტია, რომელსაც ჯანსაღ ეკონომიკურ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს.”-ასე აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ გამართულ  პრეზენტაციას,  ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი.

 

 

ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი მიდგომა როდესაც საქმე ეხება სესხს, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების გამარტივება და ხარჯების შემცირებაა.

 

„ბიზნესისთვის ხარჯების შემცირება ყველაზე სწორი მიდგომაა. ასევე  მაქსიმალურად დერეგულირება საფინანსო და საბანკო სექტორს, მათთვის ლიკვიდურობის გაზრდა , სარეზერვო მოთხოვნების შემცირების  გზით. 

ისევ ბიზნესს რომ დავუბრუნდე, ბიზნესს სესხებზე ესაჭიროება დახმარება.

როდესაც ერთი ბიზნესი ფუნქციონირებს ნაკლები სესხით მეორე უფრო დიდით , ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და მთავრობა უფრო მეტ დახმარებას ერთ-ერთს სთავაზობს , რაც არასამართლიანი მიდგომაა.


ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან,  კონკურენციაში ირიბად ჩარევა ხდება და ხელის შეშლა. ამიტომ ბევრად მნიაშვნელოვანია რომ პროცენტები და სხვა ტიპის საფინანსო ხარჯების შემცირება. რაც  მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ მოიხსნება ის უარავი რეგულაცია რომელიც სახელმწიფომ დაუწესა საბანკო სექტორს.

 

მსგავსი შეზღუდვები  კორონავირუსის კრიზისამდე ხდებოდა და ახლა უფრო გართულდა მდგომარეობა.  ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ორივე მხარეს დაეხმაროს. ერთადერთი სწორი მიდგომა რეგულაციების შეებილებაა და ასევე როდესაც ბიზნესის სტიმულირებაზე ვსაუბრობთ, ესეთი ტიპის დახმარება არის მცირედი რადგან ბიზნესს უდგას ფუნქციონირების და დასაქმებოს პრობლემა. მათ დავეხმარებით მხოლდო გადასახადების შემცირებით,  რასაც სამწუხაროდ მთავრობა არ აკეთებს ან თუ აკეთებს ხდება დროებით გამოქვითვის ხარჯზე.“-აღნიშნა ხორგუაშვილმა.  

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

 

 

პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად დაგეგმილი პროგრამების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ პროგნოზებსა და შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზებსა და შესაძლებლობებზე. მათ შორის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით მთავრობის მიერ დაფინანსებულ სტიმულირების პროგრამებზე.



ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up