„ამ კრიზისის დროს, რიგი ხარჯების შემცირება შესაძლებელი იყო, რის შედეგადაც ნაკლებ ვალს ავიღებდით“ - ეგნატე შამუგია

„ამ კრიზისის დროს, რიგი ხარჯების შემცირება შესაძლებელი იყო, რის შედეგადაც ნაკლებ ვალს ავიღებდით“ - ეგნატე შამუგია

access_time2020-12-12 13:00:27

„რეალური ეკონომიკის 4.3 %-იან ზრდაზეა დაგეგმილი 2021  ბიუჯეტი, რაც მგონია რომ ოპტიმისტურია. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე 3-4 წელი გვჭირდება, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ,“- კვლევითი ინსტიტუტ „გნომონ ვაიზის“ (საქართველოს უნივერსიტეტი) მკვლევარი ეგნატე შამუგია რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრობს და სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის მიზნობრიობას და შედეგებს აკრიტიკებს.

 

 

„შემოსავლების კუთხით არსებული პარამეტრის შემუშავებაში დიდი წვლილი აქვს საგარეო ვალის აღებას. პირველი შემთხვევაა, რომ საშინაო ვალს არ ავიღებთ, რაღაც კუთხით  ეს არის პანდემიისა და მიმდინარე კრიზისის დადებითი შედეგი. რეალურ მაჩვენებლებში მშპ-სთან შეფარდებით საგადასახადო ტვირთი უცვლელია, თუ რაღაც მეასედებში პროცენტების ცვლილებას არ ჩავთვლით. ვხედავთ რომ საგადასახადო ტვირთი ისევ 25%-ის ფარგლებში იქნება, არამარტო 2021 წელს, არამედ მომდევნო 4 წლიან საშუალოვადიან პერიოდში. მიუხედავად შემოსავლების კუთხით ასეთი მდგომარეობისა, 2020 წელს ხარჯების დაკორექტირება არ მოგვიხდენია, ვგულისხმობ ფისკალურ აგრეგატებს, ბიუჯეტის გადასახდელებს.



შემოსავლები დაგვაკლდა გეგმასთან მიმართებით და ბუნებრივია რომ დეფიციტი დიდია, რასაც  2020 წელს საშინაო და საგარეო ვალი მოვახმარეთ.  მგონია რომ ეს გადაწყვეტილება ფუნდამენტურად არასწორი იყო.  სწორედ ამ კრიზისის დროს, რიგი ხარჯების შემცირება შესაძლებელი იყო, რის შედეგადაც ნაკლებ ვალს ავიღებდით.იაფი ვალი, ან ჩვეულებრივ საბიუჯეტო გრანტი,  ან დახმარება უნდა მიგვემართა არამატერიალიზებული ფორმით, ანუ პირდაპირ ფული უნდა  დაგვერიგებინა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანებისთვის. ეს უფრო სწორი ფისკალური პოლიტიკა იქნებოდა, ვიდრე ის რაც გატარდა,“- აღნიშნავს ეგნატე შამუგია და საჯარო სექტორში გაზრდილ ხელფასებზე საუბრობს.


 

 

„2020 წელს ვხედავთ, რომ თუ საშუალოდ 26% იხარჯებოდა მიმდინარე ტიპის ხარჯებზე, ახლა ეს გაიზარდა 30%-მდე. რაც ობიეტური მიზეზებით იყო განპირობებული, მაგრამ ამავდროულად ეს 4 პუნქტიანი ზრდა საკმაოდ მაღალია, მითუმეტეს ნომინალურ გამოხატულებაში. წმინდა ბიუროკრატიული ხარჯებიც არის გაზრდილი. გაზრდილია რეალურ გამოხატულებაშიც და 4.1%ს მიაღწია შრომის ანაზღაურებამ მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში, მაშინ როცა თითქმის ყველა სექტორი, გამონაკლისების გარდა, ტელეკომუნიკაციები იქნება, თუ სხვადასხვა ენერგო რესურსების მიმწოდებელი კომპანიებისა, ყველგან შემცირდა ხელფასები, არამხოლოდ რეალურში, ასევე ნომინალურ გამოხატულებაშიც.



ხელფასები კი გაიზარდა საჯარო მმართველობისა და განათლების სექტორში. ეს ადამიანები ოფისში თუ დადიოდნენ და რაღაცას მაინც აკეთებდნენ, ახლა სახლში დასვეს. თუ ოფისში ყოფნის დროს საქმე არ ჰქონდათ, ახლა სახლში ჯდომის დროს რა საქმე დაემატებოდათ. ფაქტობრივად, ბიუროკრატიის უმეტესობას, იმ ფონზე,როცა ჩვენ ეკონომიკური აქტივობები შეგვეზღუდა და პრობლემები გაგვიჩნდა, ავიღეთ ვალი იმისთვის,რომ ბიუროკრატიას არათუ შეენარჩუნებინა, არამედ პირიქით გაეზარდა ხელფასები,როცა სახლში დავსვით საჯარო სექტორში დასაქმებულები, ბოდიში, მაგრამ დივანზე გორაობისთვის გაეზარდათ ხელფასები. უნდა შეემუშავებინათ რეგრესული ტიპის შემცირების მექანიზმი,როდესაც მაღალი ხელფასის მქონეს შედარებით უფრო მეტი პროცენტით შეუმცირდებოდა, საშუალოს ნაკლები და შესაძლებელია, დაბალი ხელფასის მქონეს, საერთოდ არ შემცირებოდა,“- ამბობს ეგნატე შამუგია, მისი განცხადებით, მთავრობა მის  მიერ შემუშავებული საბიუჯეტო პროგრამებით გაჭირვებული ადამიანების მაგივრად, მდიდრებს ეხმარება.

 

 

„ისეთი საბიუჯეტო პროგრამები გვაქვს,რომლითაც ვეხმარებით უფრო მდიდრებს. საგარეო ვალითაც, ამ შემთხვევაშიც ეს გზა აირჩია მთავრობა, დავეხმარებით ისევ მდიდრებს. ბინის შეძენა თუ უნდა ვიღაცას ის, ზოგადად ქვეყანაში არსებული შემოსავლების განაწილებიდან გამომდინარე, მდიდართა ნაწილს მიეკუთვნება. თუ  ბიზნესს დახმარება სჭირდება იმის გამო,რომ მის პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდა და ადამიანებს ფული არ აქვს,  სწორი იქნება,რომ მთავრობამ ამ  ხალხს დაურიგოს ფული და უთხრას, რაც გინდა ის იყიდეო, ეს ავტომატურად იმ ბიზნესისთვის მხარდაჭერა გამოვა. თუ ეს არ იმუშვებს, გამოდის რომ ისეთ ბიზნესს ეხმარები, რომელიც  მომხმარებლის ინტერესებს არ აკმაყოფილებს, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს ასეთი ბიზნესი? ეს გზა თავისი არსით კორუფციულია, და არამხოლოდ კორუფციული, არამედ ჯანსაღ კონკურენციასაც ხელს უშლის. საბიუჯეტო პროგრამები, სადაც არამონეტარიზებული სახით  ხდება სუბსიდიები და ტრანსფერების სახით ხდება გაცემა, ხელს  უშლის ეკონომიკაში სამართლიან კონკურენციას ხელს,“- ამბობს ეგნატე შამუგია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up