„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში  ავა  საქართველოს  ენერგეტიკული  უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა“ -  გია არაბიძე

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში ავა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა“ - გია არაბიძე

access_time2022-12-19 19:00:18

რა შესაძლებლობებს  ხსნის  შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა  კაბელი  და  რა შედეგებს მოუტანს ის საქართველოს.  ამ  თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა.

 


გია არაბიძის შეფასებით, ამ პროექტით, საქართველო, როგორც ტრანზიტული დერეფანი კასპიის მხრიდან ევროპისაკენ, უკვე სხვა რეგისტრში და სხვა სიმაღლეზე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,  როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური  თვალსაზრისით.

 


„ჩვენ უკვე ვხვდებით აუცილებელი დერეფანი ევროპისათვის, აქამდე მხოლოდ გაზისა და ნავთობის საშუალებით ვუკავშირდებოდით ევროპას, მაგრამ ეს იყო თურქეთის  გავლით,  ახლა საქართველო პირდაპირ  უკავშირდება  ევროპას, აქამდე  გვქონდა ჩვენ გაზის და  ნავთობის მიწოდების გამოცდილება, მაგრამ  ელექტროენერგიის  კაბელის  ჩადება  ჩვენ  შემთხვევაში პირველია, ეს ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც  საინტერესოა. ამ კაბელის  საშუალებით სხვა რეგისტრში  ავა  საქართველოს  ენერგეტიკული  უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.


 


ჩვენ დაახლოებით 800 მილიონ კილოვატ საათის ელექტროენერგია გავყიდეთ  წყალუხვობის პერიოდში  თურქეთში და მარტო იგივე  რაოდენობის  ელექტროენერგია რომ გაგვეყიდა  ევროპაში რა მაღალ  ფასს ავიღებდით?!“, - აღნიშნა  გია  არაბიძემ.

 


როგორც  ენერგეტიკოსი  აღნიშნავს,  2023 წლის ბოლოს  ამ პროექტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები იქნება და პროექტი ძალიან სწრაფად  ამუშავდება, რადგან  არსებობს პოლიტიკური ნება და მოძიებულია თანხები.


 


„ამ პროექტის მთავარი არსი  და მნიშვნელობა არის ის, რომ ეს  პროექტი  ითვალისწინებს  განახლებადი  ენერგიის  წყაროებისგან მიღებული ენერგიის  გატარებას ევროპისკენ , რაც  ჩვენ  წისქვილზე  წყლის  დასხმაა.

 


რაც  შეეხება  დაფინანსებას, პირველი ეტაპზე ეს  არის 2.3 მილიარდი დოლარი, რომელიც მოიძია  ევროკავშირმა. ბუნებრივია,  პროექტზე  მუშაობის  პერიოდში  სხვა  ინვესტიციებიც  იქნება.  ჩემი აზრით  დაახლოებით 3-3,5 მილიარდ დოლარზე  მეტი  არ  უნდა დაჯდეს. მთავარია  ჩვენ სარგებელი მივიღოთ  აქედან. ჩვენ  ტრანზიტზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და ჩვენი  ენერგია  უნდა გავიტანოთ, რადგან  ჩვენ გვაქვს  საშუალება, რომ ქარისგან,  მზისგან და წყლისგან  ენერგია  ვაწარმოოთ“, - აღნიშნა  გია  არაბიძემ.




თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up