„ამ გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - ფულბრაიტის სტიპენდიანტი თათული ოქრიაშვილი

„ამ გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - ფულბრაიტის სტიპენდიანტი თათული ოქრიაშვილი

access_time2020-05-28 11:00:32

საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო.   კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ  ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე. აპლიკაციების მიღება  2020 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. 

 

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.


გთავაზობთ ფულბრაიტის სტიპენდიანტის თათული ოქრიაშვილის ინტერვიუს, სადაც ის ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვების სირთულეებზე, ამერიკაში ვილამეტის უნივერსიტეტის MBA-ზე სწავლის პერიოდზე და სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

-რამდენად რთული იყო სტიპენდიის მოპოვება?

 

-საკმაოდ დიდი კონკურენციაა ფულბრაიტის სტიპენდიაზე, შესაბამისად რთული იყო ნამდვილად. ყველა პატარა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაპირველი აპლიკაციით დაწყებული და ინტერვიუთი დამთავრებული. პროცესი გრძელდება დაახლოებით ერთი წელი, და ეს მუდმივი მოლოდინის რეჟიმი ემატება სირთულეს.

 

-როგორ დაახასიათებდი სწავლის პროცესს.

 

-როგორც დაუსრულებელს მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოს. არ მახსოვს დღე როდესაც არ მქონდა რამე გასაკეთებელი, შაბათ-კვირის ჩათვლით. თუმცა როდესაც ესეთ რთულ რეჟიმში ხარ შემდეგ დასვენებას კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს და უფრო მეტად სასიამოვნოა. 

 

-რა გხიბლავს ყველაზე მეტად საზღვარგარეთ სწავლაში.

 

-ყველაზე მეტად მომწონს დამოუკიდებლობა. ეს თავიდან გაშორებს გარშემო მყოფების აზრებს და სრულად შეგიძლია საკუთარ თავზე კონცენტრირება. მიმაჩნია რომ საქართველოში თუნდაც მარტო ცხოვრობდე მაინც ვერ ახერხებ სრულად დამოუკიდებლად ყოფნას. სწავლების სტილს რაც შეეხება, ლექტორების მიდგომა სტუდენტების მიმართ არის სრულიად განსხვავებული. უმრავლესობას მიაჩნია რომ ჩვენ სტუდენტები ზრდასრული ადამიანები ვართ და სრულიად გვენდობიან საკუთარი თავისთვის გადაწყვეტილების მიღებაში. შედეგი არის ის რომ ვინც ნამდვილად სასწავლებლად არის პროგრამაში, ის მაქსიმუმს იღებს პროცესიდან. ასევე ყველა კურსი რაც მე მქონდა არის ორიენტირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე და არა თეორიის დაზეპირებაზე - რაც შეიძლება მეტი ქეისების განხილვა, სიმულაციები, რეალური კომპანიებისთვის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ. ერთ მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთი experiential კლასის, Angel Investing, ნაწილი ვიყავი ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც შეგვარჩიეს 12 სტუდენტი. კლასის იდეა არის ის რომ სტუდენტები გადაგვანაწილეს 6 სხვადასხვა Angel ინვესტორების ჯგუფებში და ყოველ თვე ვესწრებოდით მათ შეხვედრებს სხვადასხვა შტატებში. მე მაგალითად ყოველ თვე ლოს ანჯელესში მიწევდა მოგზაურობა ამ შეხვედრაზე დასასწრებად, სადაც ვუსმენდით რამოდენიმე ენტრეპრენორის ფიჩებს და უკან დაბრუნების შემდეგ კლასს წარვუდგენდით. კლასი განიხილავდა ამ სტარტაპებს და შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებდით ინვესტიცია გაგვეკეთებინა თუ არა (რეალური ინვესტიცია, რომელიც უნივერსიტეტის Angel Fund-დან არის გამოყოფილი). ჩემმა კლასმა ერთ კომპანიაში გააკეთა ინვესტიცია და ახლა ერთი სული გვაქვს გავიგოთ რა შედეგს გამოიღებს წლების შემდეგ. მოგზაურობა რა თქმა უნდა უნივერსიტეტის მიერ იყო დაფინანსებული. ეს იყო ჩემი სწავლის პროცესის საუკეთესო გამოცდილება, რაც არცერთ სხვა უნივერსიტეტს არ აქვს ამერიკაში (და თუ არ ვცდები არც სხვა ქვეყანაში).  


 



-შენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ სწავლისას შეიძინე.

 

-მეგობრები მსოფლიოს გარშემო, ლექტორები, რომლებთანაც აუცილებლად გავაგრძელებ კომუნიკაციას, და ზოგადად ნეთვორქი. დარწმუნებული ვარ რომ ამერიკაში რომ მომინდეს რაიმეს წამოწყება, ჩემი ნეთვორქის დამსახურებით ბევრად უფრო გამიმარტივდება ვიდრე აქ ჩამოსვლამდე. ასევე ბევრად უფრო დავაფასე ბევრი შრომის მნიშვნელობა და ამერიკამ დამარწმუნა იმაში რომ ნამდვილად არ აქვს საზღვარი შესაძლებლობებს. თუ სურვილი გაქვს და ასევე დროს და ენერგიას არ დაინანებ 100% გამოვა ის რისთვისაც იბრძვი. ასევე რომ ვადარებ ჩემს თავს აქ ჩამოსვლამდე დღის განმავლობაში რამდენი რამის მოსწრება შემეძლო და აქაური გამოცდილების შემდეგ რამდენი შემიძლია, საოცრად დიდ სხვაობას ვიღებ.  რაც იმას ნიშნავს რომ დროის სწორად გადანაწილებაც მასწავლა აქაურობამ. 

 

-იყო თუ არა რაიმე განსხვავება იმას შორის, რასაც მოელოდი და რაც რეალურად დაგხვდა.

 

-სიმართლე რომ ვთქვა ველოდი რომ ნაკლებად მეგობრული გარემო იქნებოდა, მაგრამ შევცდი. ბევრი ახლო მეგობარი შევიძინე ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე მეგონა რომ სწავლის პროცესი რთული იქნებოდა, მაგრამ ძალიან მალე მივეჩვიე ამ ტემპს. ასევე მეგონა არ არსებობდა ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, მაგრამ თურმე არსებობს, რაც ჩვეულებრივი ამბავია ამერიკაში. 

 

-სამი რამ, რაც უნდა იცოდე ამერიკაში ცხოვრება და სწავლა თუ გინდა.

  • ამერიკის ტემპი ძალიან ძალიან სწრაფია. თუ გინდა რომ ფეხი აუწყო, ბევრი უნდა იშრომო და მუდმივად იფიქრო თვით-განვითარებაზე („What doesn’t kill you, makes you stronger” პრინციპი შეესაბამება ამ გარემოს)
  • Networking, networking, networking! დასაქმება 80% რეფერალებით და „ნაცნობობით“ ხდება. თუ გინდა რომ ამერიკაში წარმატებას მიაღწიო, ეს ყოველდღიურად უნდა აკეთო. შესაბამისად კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს რომ უცხო ადამიანებს დაუკავშირდე და ესაუბრო მათ გამოცდილებაზე
  • იყავი ცნობისმოყვარე და არ შეგეშინდეს კითხვების დასმის. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას უყვარს როცა დახმარება შეუძლიათ და დროს არ ზოგავენ ამაში. 

 

-გაქვს თუ არა უკვე რამე შემოთავაზებები ან გეგმები რას გააკეთებ სწავლის დასრულების შემდეგ.

 

-ვბრუნდები საქართველოში მაისის ბოლოს. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ მაქვს, დასვენების გარდა. ამ პერიოდის განმავლობაში მინდა რომ საკუთარი სტარტაპის იდეაზე ვიმუშავო. 

 

-რა იყო შენთვის ყველაზე რთული, ამ ახალი ეტაპის დაწყებისას.

 

-აქ ჩამოსვლა და დაბინავება როდესაც არავინ არ მყავდა გარშემო. ბევრი ადამიანი გავიცანი ერთდროულად, რაც რთული მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო. 

 

-რას ურჩევდი მათ, ვისაც სტიპენდიის მოპოვება სურს.

 

-ზუსტად იცოდეთ რაზე და რატომ გინდათ სწავლა. ეცადეთ ესეებში story მოყვეთ თქვენს თავზე უფრო მეტად ვიდრე უბრალოდ ფაქტებზე ისაუბროთ. დაიმახსოვრეთ რომ ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. დაისახეთ მიზნად, იმუშავეთ ბევრი და არ დაიზაროთ დახმარების თხოვნა, თუ ეს საჭიროა მიზნის მისაღწევად.

 

ამ გამოცდილებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ბანკს ამ შესაძლებლობისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის რომ საქართველოს სასიკეთოდ გამოვიყენო ეს ცოდნა.

 

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში.  პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up