„ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება ივლის ხალხი რესტორნებში და აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა თუ არა“ - ბათუმის რესტორანი „ბროწეული“

„ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება ივლის ხალხი რესტორნებში და აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა თუ არა“ - ბათუმის რესტორანი „ბროწეული“

access_time2021-02-01 15:00:56

ბათუმში მდებარე ქართულმა რესტორანმა „ბროწეული“ დღეს მუშაობა განაახლა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია ანანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე ცოტა რთულია მოლოდინებზე საუბარი, რადგან უცნობია როგორი იქნება საზოგადოების ქცევა, ივლიან კვების ობიექტებში თუ არა.


„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, უბრალოდ, რადგან მოგვცეს უფლება, ჩავთვალეთ, რომ უნდა გაგვეხსნა. ჩვენთან სივრცე ისეთია, რომ ყველა მაგიდა გარეთაა. როდესაც გაჟღერდა, რომ 1 თებერვალს უნდა გახსნილიყო ობიექტები, გავიხსენით. სოციალურ ქსელში აქტიურობა წამოვიდა, კითხულობდნენ ვიხსნებოდით თუ არა. რეალურად, ივლის ხალხი, აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა თუ არა, არ ვიცი. ასევე გასათვალისწინებელია, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც,“ - აცხადენს ანანიძე.


იმის გამო, რომ "ბროწეულს" მაგიდები გარეთ აქვს, როგორც ანანიძე განმარტავს, დამატებით საქმიანობის დაწყებისთვის დამატებით ხარჯების გაწევა არ დასჭირვებია. გარდა ამისა, არ იხდის იჯარის გადასახადს, რადგან ფართი საკუთრებაში აქვს.



„ფინანსურად მხოლოდ კვების ხარჯი გვქონდა, მეტი არაფერი. თუმცა, ჩვენს მეგობარ კაფეებს არ უღირდათ ობიექტის ამუშავება რადგან, ისე აქვთ გაკეთებული, რომ ამ აქტივობით კომუნალურ ხარჯსაც ვერ გაწვდებოდნენ. მე გახსნილი ობიექტით ხარჯი არ მემატება, ჩემთან მაინც ფუნქციონირებს ყველაფერი. დამატებითი ხარჯია მხოლოდ ის, როდესაც სტუმარი მოვა და ინდივიდუალურად ჩავურთავთ გარე გათბობას. სტუმარი ელემენტარულ რამეს მაინც აიღებს იმისთვის, რომ გათბობის ხარჯი გადაიფაროს. მორალურადაც უკეთესია, დღეს უკვე კარგ ხასიათზე ვართ, რომ ავმუშავდებით, გვიხარია,“ - აცხადებს მაია ანანიძე.


რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, რესტორანი გატანის სერვისით მუშაობდა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ „ბროწეულმა“ სრულად შეძლო შეენარჩუნებინა თანამშრომლები.


მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. სხვა რეგიონებში, კვების ობიექტები, რესტორნები, მათ შორის სასტუმროებში, აგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით, იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.


business-partner.ge


თეგები:
ბროწეული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up