„ამ ეტაპზე ქვეყანაში  საკვებ პროდუქტზე დეფიციტი არ არის“-იმპორტიორები კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას ეხმაურებიან

„ამ ეტაპზე ქვეყანაში საკვებ პროდუქტზე დეფიციტი არ არის“-იმპორტიორები კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას ეხმაურებიან

access_time2020-03-10 16:30:40

კორონავირუსის გამო შეჩერებული ფრენების, დახურული საწარმოებისა და საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნის პარალელურად „კომერსანტი“ დაინტერესედა რა გავლენა ექნება კორონავირუსის შედეგად    მსოფლიოში განვითარებულ ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე? გლობალური პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე საქართველოში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ ქრთველი იმპორტიორები და აცხადებენ, რომ საკვებ პროდუქტსა და ჰიგიენის საშუალებებზე დეფიციტი და ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.


მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტებში პროდუქტების მომარაგება დაიწყო.„დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს,რომ ამ ეტაპზე  პანიკის საფუძველი არ არსებობს, არც საკვებ და არც ჰიგიენურ პროდუქტებზე. ამ მხრივ კომპანიებს მარაგები გააჩნიათ. 


„ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ კომპანიები, როგორც შარშან ამ დროს მუშაობდნენ. საზღვრები ღიაა პროდუქტის შემომტანი კომპანიებისთვის და მათ პროდუქტის შემოტანაზე შეფერხება არ ჰქონიათ. ტექნიკისა და ტანსაცმლის გარეშე დროებით გაძლებს ადამიანი, მაგრამ სარეცხი საშუალებები და საკვები ყოველდღიურად სჭირდება და ამ მხრივ შეფერხება რომ იყოს ამას თავად იგრძნობდნენ. არც პროდუქტის მომარაგების შემთხვევები ფიქსირდება.“-ამბობს ივა ჭყონია.


ივა ჭყონია არც პროდუქტზე ფასის შესაძლო ზრდას აანონსებს, მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებობს დიდი კონკურენციაა და თუ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გაჩნდა დეფიციტი მისი ჩანაცვლება სხვა ქვეყნის  პროდუქტითაა შესაძლებელი.



„თუ ერთი კონკრეტული პროდუქტი არ შემოვა და რომელიმე მწარმოებელი ქვეყანა შექმნილი მდგომარეობის გამო წარმოებას გააჩერებს,  ალტერნატივა არსებობს, ბაზარი დიდია კონკურენციაც დიდია და თუ ერთ სარეცხ საშუალებას ვერ იყიდი, მეორეთი ჩაანაცვლებ. ასევეა საკვების შემთხვევაშიც. იმ შემთხვევაში თუ ჩვენმა ძირითადმა მომწოდებლებმა საიდანაც პროდუქტით ვმარაგდებით, თურქეთი, უკრაინა რუსეთი,  შეაჩერეს წარმოება და მოგვიხდა სხვა ქვეყნებიდან შემოტანა, პროდუქტს დაემატება მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლოა პროდუქტი გაძვირდეს, თუმცა, უმნიშვნელოდ. მინდა გითხრათ, რომ  ჯერ ამის საფრთხეც არ არსებობს. „-ამბობს ჭყონია.


„პროდუქტის დეფიციტის ან ფასის ზრდის წინაპირობას ვერ ხედავს იმპორტიორი კომპანია „შარმ-ტრეიდინგის“ დირექტორი ვახტანგ საძაგლიშვილი.


„მშვიდი ვითარება არ არის მსოფლიოში და შეიძლება ხვალ მეტად დამძიმდეს მდგომარეობა, ვერ გავაკეთებთ ამის პროგნოზს, თუმცა, დღეს რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს ამას თამამად ვიტყვი. თუ მდგომარეობა უფრო დამძიმდა და რომელიმე ქვეყანამ კონკრეტული პროდუქტის წარმოება შეაჩერა, ეს რა თქმა უნდა დროებით შეზღუდავს პროდუქტს.დიდ მწარმოებლებს ბევრ ქვეყანაში აქვთ თავიანთი წარმოება და სხვა ქვეყანაზე მოხდება ბაზრის გადაწყობა .“-ამბობს ვახტანგ საძაგლიშვილი.


შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო, რომელიც ჩინეთში გაჩნდა და 25-მდე ქვეყანაში გავრცელდა,სრულად ან ნაწილობრივ დახურეს საკუთარი დაწესებულებები ჩინეთში ისეთმა კორპორაციებმა, როგორიცაა Apple, Google, IKEA, Burger King, Hyundai, Swatch. აშშ, ევროპისა და აზიის სახელმწიფოები ახალი რეგულაციებით ცდილობენ აღკვეთონ ვიზიტები ჩინეთიდან. 40-ზე მეტმა ავიაკომპანიამ - მათ შორის, American, Delta, United, Lufthansa and British Airways -- გააუქმა ფრენები ჩინეთის მიმართულებით.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up