„ამ ეტაპზე კონკრეტული პრიორიტეტული საკითხების ჩამოთვლა არაპროფესიონალურად მიმაჩნია„ - რა გეგმა აქვთ პარლამენტის კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს?

„ამ ეტაპზე კონკრეტული პრიორიტეტული საკითხების ჩამოთვლა არაპროფესიონალურად მიმაჩნია„ - რა გეგმა აქვთ პარლამენტის კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს?

access_time2020-12-14 10:00:37

დღეს ახლადშეკრებილი პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება. კომიტეტები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ დებულებებს..


11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პირველი ერთპარტიული პარლამენტის სხდომა იყო. სხდომაზე პარლამენტის წევრებმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს, რომელთა ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო სხდომების ფარგლებში განიხილება, ეკონომიკური, საფინანსო, საგარეო, აგრარული თუ სხვა საკითხები.


„კომერსანტი“ დაინტერესდა ახლადარჩეული პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების საკანონმდებლო ხედვებით, რა იქნება პარლამენტის პრიორიტეტი მომდევნო 4 წლის მანძილზე? ...კოვიდკრიზისთან გასამკლავებლად? რა გამოწვევების წინაშე დგას საკანონმდებლო კუთხით დღეს სისტემა? ამ კითხვებით ეკონომიკური კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს მივმართეთ, რომელმაც საუბარში ხაზგასმით არაერთხელ აღნიშნა, რომ საზედამხედველო და საკანონმდებლო ფუნქციის მქონე პარლამენტის ეკონომიკურ კომიტეტი ასი პროცენტით მხარს დაუჭერს აღმასრულებელ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმასა და პრიორიტეტებს, ამასაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავებს, რადგან სონღულაშვილის თქმით,  ცვალებად პერიოდში რთულია დაასახელო სად უჭირს ეკონომიკას.

 

„კომიტეტი საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად იქნება ყველა იმ რეფორმების მხარდამჭერი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება განახორციელებს, რათა იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში. კომიტეტი იქნება პლატფორმა ყველა იმ მწვავე საკითხებისთვის, რომლის განხილვაც იქნება საჭირო, რათა ადეკვატური პასუხები და ქმედებები მოჰყვეს პრობლემას,  რათა ხელი შეეწყოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ბოლომდე მხარდაჭერა ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებას, როგორც საკანონმდებლო ასევე საზედამხედველო ნაწილში.



ახლა იმდენად ცვალებადი გარემოა პანდემიის გამო, რომ ნიშნული საიდანაც რამე გამოწვევას უნდა გაუმკლავდე ყოველდღიურად იცვლება. ახლა რამე კონკრეტული პრიორიტეტული საკითხების ჩამოთვლა არაპროფესიული იქნება იმიტომ, რომ ასე სწრაფად ცვალებად გარემოში არასწორი მიმაჩნია შეფასებების გაკეთება. პირველი იქნება არსებული რეცესიიდან გამოსვლის გეგმა, შემდგომ 4 წლის გეგმა, რომელთაც მთავრობასთან ერთად შევიმუშავებთ,“ - განმარტავს დავით სონღულაშვილი.

 

საპარლამენტო კომიტეტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს მნიშვნელობას აგრარულ კომიტეტში უფრო უსვამენ ხაზს - კომიტეტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ აგრარულ საქმეთა კომიტეტი გააკონტროლებს იმ სუბსიდირების პროგრამების აღსრულებას ფერმერებისთვის, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დააანონსა. რაც შეეხება სამომავლო პრიორიტეტებს - კომიტეტისთვის ესენია აგრარული განათლება და ევროპის ბაზარზე მეტი სასოფლო სამეურნეო პროდუქციით საქართველოს წარმოჩენა.

 

„ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას ჩავუდექი სათავეში - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრავს და ზედამხედველობას უკეთებს საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებს და პოლიტიკას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, რადგან  მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი ცხოვრობს სოფლად და ისინი უშუალოდ არიან დაკავშირებული ამ სფეროსთან. ბოლო 6 წლის მანძილზე რომ უამრავი რამ გაკეთდა როგორც პროგრამულად, ასევე საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილში - მიწის დაკანონების მოწესრიგება ხორციელდება და ამ კუთხით საკანონმდებლო ჩარჩო კარგად დარეგულირდა.  თუმცა ვხედავთ , რომ უამრავი ინიციატივები გველოდება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იქნება ეს სასურსათო უსაფრთხოება, თუ სხვა საკითხები, რომლის ვალდებულებაც აღებული გვაქვს. უნდა ვნახოთ,  რა  რესურსი არსებობს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ მათ უფრო მეტი დოვლათი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში.

 

ჩემი განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება აგრარულ სექტორში განათლების დონის ამაღლება, სპეციალისტების მომზადება, აგრონომების ვეტერინარების პოპულარიზაცია, ასევე თავად ფერმერებში ცნობიერების ამაღლება. დღესდღეობით, ნამდვილად იკვეთება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აგრარულ სექტორში და ამ მიმართულებით  ვაპირებთ განსაკუთრებული ძალისხმევის ჩადებას. ევროპის ბაზრის ასათვისებლად უნდა ვიცოდეთ, რა საკანონმდებლო თუ სხვა სახის ხარვეზები არსებობს ან რა კუთხით სჭირდებათ ფერმერებს დახმარება, რომ იმ სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ, რათა მათი პროდუქცია მოხვდეს ევროპის ბაზარზე . პანდემიის პირობებში ათმაგდება ის გამოწვევები, რაც სოფლის მეურნეობის გაძლიერების კუთხით არსებობს, შესაბამისად კომიტეტის ფარგლებში მოვისმენთ, როგორ შესრულდა ის სუბსიდირების პროგრამა, რაც დაანონსდა ხელისუფლების მიერ და ხომ არ ყოფილა ხარვეზები.“ - ამბობს ნინო წილოსანი.

 

დღის წესრიგით 14 დეკემბერს სხდომას გამართავს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up