ამ ბაზრობაზე არამგონია ვინმეს საქონელი დაზღვეული ჰქონდეს - ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარს საათზე მეტია აქრობენ

ამ ბაზრობაზე არამგონია ვინმეს საქონელი დაზღვეული ჰქონდეს - ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარს საათზე მეტია აქრობენ

access_time2020-06-16 00:15:13

ფეხსაცმლის 5 მაღაზია მქონდა და მათგან სამი დაიწვა, რაც შეეხება დაზღვევას, მგონი აქ არავის არაფერი გვაქვს დაზღვეული ვარკეთილის შერეული ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში ადგილზე იმყოფება კომერსანტთან აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე მოვაჭრეებს ფართები და საქონელი თითქმის არავის დაუზღვევია. 


ხანძარს სარემონტო სამუშაოებს ვუკავშირებთ, რომელიც ღამის საათებში მიმდინარეობდა. ადმინისტრაციის მოთხოვნა იყო, რომ 7 საათის მერე გაკეთებულიყო ნებისმიერი ცეცხლსაშიში სამუშაოები.ამასობაში ბაზარიც ჩაიფერფლა — ვარკეთილის ბაზრობაზე ფართის ერთერთი მფლობელი კომერსანტთან ხანძრის მიზეზებზე საუბრობს. 


ადმინისტრაციას არანაირი დაზღვევა არ შემოუთავაზებია ჩვენთვის, პირიქით, საკითხი დაგვისვეს, რომ ჭერი და კედლები უნდა ყოფილიყო თეთრი.   ბოლო გადადებული სახსრები გამოვიყენეთ იმაში, რომ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო და რემონტი გაგვეკეთებინა.  ასეთი მოთხოვნა ჰქონდათ წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაგვეტოვებინა ადგილი და ვერ ვიმუშავებდით. ამ რემონტისთვის სესხიც კი ავიღეთ ბანკიდან, განმარტავს დაზარალებული. 


ამჟამად ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.






შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში ბაზრობას ხანძარი ერთ საათზე მეტია გაუჩნდა. მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ხანძარი გავრცელდა მიმდებარე შენობაზე, რომელიც ასევე ბაზრის ტერიტორიას განეკუთვნება.


კომერსანტის ინფორმაციით ხანძრის ჩაქრობას 20 ამდე სახანძრო მანქანით ხორციელდება. პროცესს ადგილობრივები და ბაზრობის ფართების მფლობელები ადევნებენ თვალს. 


აღსანიშნავია, რომ ხანძრის ზონასთან ახლოს მდებარეობს ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურიც.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up