ალტერნატიული ენერგიების Pros and Cons

ალტერნატიული ენერგიების Pros and Cons

access_time2022-01-15 10:00:01

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად სინქრონულად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტისა თუ კომფორტული საცხოვრებლის გარეშე. ამ ყველაფრის ფუნქციონირებას კი დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება. 

მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა განახლებად ენერგიაზე. განვითარებული ქვეყნები დღითიდღე ავითარებენ აღნიშნულ მიმართულებას და ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 


რატომ განახლებადი ენერგია?

განახლებადი ენერგია, წიაღისეული რესურსებისგან განსხვავებით (ნავთობი, ქვანახშირი და სხვ.), ამოუწურავია. სწორედ ამიტომ იზრდება ყოველდღიურად მასზე მოთხოვნა. ასევე, განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, რაც მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისთვის დიდი შვებაა. 

განახლებადი ენერგიის რამდენიმე წყარო არსებობს, თუმცა, მათ შორის პოპულარობით მზისა და ქარის ენერგიები გამოირჩევა. 


რა არის მზის ენერგია?

მზის ენერგიის გამოყენება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო, როდესაც ადამიანმა შუშის დახმარებით ცეცხლის დანთება მოახერხა. მზის ენერგიის გამოყენება პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში სცადეს. პირველი ჰელიოსადგურიც 1984 წელს აშენდა.


მზის ენერგიის გამოყენებას უდიდესი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ყოველ საათში დედამიწაზე მზის ენერგიის ის რაოდენობა აღწევს, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის წლიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია. 

მზის ენერგიის გამოყენება ბევრი ქვეყნისთვის უკვე იქცა პრიორიტეტად. განვითარებული ქვეყნები ცდილობენ, ენერგიის უდიდესი წილი განახლებადი წყაროებიდან მიიღონ. 



მზის ელექტროსადგურის დადებითი მხარეები: 

  • ამცირებს საწვავზე დამოკიდებულებას.
  • ზოგავს დეფიციტურ ბუნებრივ რესურსებს.
  • ამცირებს CO2-ის გამოყოფას.
  • ამცირებს ურბანულ დაბინძურებას.
  • აქვს ენერგიის ულევი წყარო.
  • არ აქვს ხმა.
  • მზის პანელების დემონტაჟი მარტივია.
  • მასზე არ მოქმედებს ტარიფის მატების ფაქტორი. 


მზის ელექტროსადგურის უარყოფითი მხარეები:

  • მზის პანელებში ჩამონტაჟებული ელემენტის უჯრედები დროთა განმავლობაში განიცდის ცვეთას.
  • აქვს მაღალი საწყისი ღირებულება.
  • რთულია ენერგიის დაგროვება.
  • ელექტროსადგური სტაბილურად არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას (ამინდისა და დღის პერიოდის მიხედვით გამომუშავება სხვადასხვანაირია).
  • ქსელური სადგურის შემთხვევაში, ქსელის გათიშვისას, ითიშება ასევე მზის ელსადგურიც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მზე ანათებდეს.
  • ქალაქებში, სადაც მაღალი ხარისხის ატმოსფერული დაზიანებაა, მზის ენერგიის გამომუშავება გაცილებით დაბალია.
  • მონტაჟის რისკი  პანელების სწორი მონტაჟი საკმაოდ მნიშვნელოვანია. არასწორი დაგეგმვა და მონტაჟი, უხარისხო კომპონენტები, კაბელები და ა.შ. შესაძლოა პროექტის მარცხის მიზეზი გახდეს.

რაც შეეხება მზის ენერგიის განვითარებას საქართველოში, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მზის ელექტროსადგურების არსებობა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში წელიწადში 250-280 დღე მზიანია.


რა არის ქარის ენერგია?

მრავალი წლის განმავლობაში ქარის ენერგიას ადამიანები აქტიურად იყენებდნენ ნაოსნობასა და ქარის წისქვილების ფუნქციონირებისთვის. ქარის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოება კი მე-19 საუკუნეში დაიწყო. პირველი სადგური ოჰაიოში 1888 წელს გაიხსნა. 


ქარის ელექტროსადგურებს შეუძლიათ გამოიმუშაონ საკმაოდ დიდი ოდენობის ელექტროენერგია და მრავალ ქვეყანას მისცენ ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედების შემცირების საშუალება. 

განვითარებული სახელმწიფოები ცდილობენ, უარი თქვან ბირთვულ რეაქტორებზე, თბოსადგურებსა და ელექტროენერგიის გამომუშავების სხვა საშუალებებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ გარემოზე.

ქარის ელექტროსადგურების განვითარება მომავალში ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ენერგიაზე მოთხოვნას, რათა მსოფლიო არ აღმოჩნდეს ენერგოკრიზისის წინაშე. ეს ყველაფერი კი უნდა განხორციელდეს ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით.


ქარის  ენერგიის  დადებითი  მხარეები:

  • იყენებს ენერგიის განახლებად წყაროს.
  • არ აბინძურებს გარემოს სათბური გაზებით.
  • ამცირებს დამოკიდებულებას ნავთობზე, ნახშირზე, ბუნებრივ აირზე.
  • აქვს დაბალი ტარიფი (უკუგების პერიოდის შემდეგ).


ქარის  ენერგიის  უარყოფითი  მხარეები:

  • იკავებს დიდ ფართობს.
  • უნებლიეთ ანადგურებს გადამფრენ ფრინველებს.
  • აქვს დიდი ვიბრაცია.
  • აქვს დიდი ხმა.
  • რთულად აგროვებს ენერგიას. 

მიუხედავად ქარის ელექტროსადგურების დიდი პოტენციალისა და სიკეთისა, მაინც არსებობს უარყოფითი ფაქტორები. მაგალითად, შეუძლებელია ,ასეთი ტიპის სადგურების აშენება ნებისმიერ ადგილზე. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც სადგურის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელი ხდება სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივის გაჩეხა.

ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქარის ტურბინები საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას. დღესდღეობით, ტურბინების ფრთების გადამუშავების საკითხი დიდი გამოწვევაა. ტურბინების პირველი თაობა ძველდება და საჭიროა მათი შეცვლა. პროცესი ევროპაში უკვე დაწყებულია. ქარის ტურბინების განახლების ფარგლებში, ამ ეტაპზე, ევროპაში 5 700-მდე ტურბინა იშლება. ტურბინის 90% გადამუშავებადია. პრობლემას ქმნის ფრთები, რომელთა გადამუშავებაც არ არის გათვალისწინებული.


რას უხერხებენ ტურბინის ფრთებს ახლა? 

უმეტესობას ხელახლა იყენებენ, მაგრამ ტურბინების დაშლის შემდეგ, 5-10 წელიწადში, მათი რიცხვი იმდენად დიდი იქნება, რომ მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს.

დღესდღეობით იმ ფრთებს, რომლებსაც ვერც ხელმეორედ იყენებენ და ვერც წვავენ, ნაგავსაყრელზე ტოვებენ. ნაგავსაყრელები ევროპაში მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ  გერმანიამ, ავსტრიამ, ნიდერლანდებმა და ფინეთმა აკრძალა. 

დღეს ევროპაში ძალიან ცოტაა ისეთი საწარმო, რომელსაც ტურბინის ფრთების გადამუშავება შეუძლია. თუ მდგომარეობა მალე არ შეიცვლება, აღნიშნული პროცესი გარემოს საკმაოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის. 

თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სწორი მართვის პირობებში, ქარის სადგურებს ბევრად მეტი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე უარყოფითი შედეგების. 

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური 2016 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 20.6 მეგავატია, ხოლო გამომუშავება – 84.1 მილიონი კვტ.სთ, რაც 18 000 ოჯახის ელექტრომომარაგებას ნიშნავს.


წყარო: businessfeed.ge




The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ
access_time2022-01-24 20:00:57
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობები იცვლება. 1945 წლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანებას სახელმწიფოს კუთვნილი ან მის მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ცდილობდა.  1980-ანი წლებისთვის მთავრობებმა უკან დაიხიეს და არბიტრის როლი მოირგეს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთს კერძო კომპანიები ეჯიბრებოდნენ.   დღეს ჩვენ საწინააღმდეგო პროცესს ვხედავთ - სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევა, პირველ...

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს
access_time2022-01-24 19:00:35
ამ დღეებში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ტრადიციული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მთავარი თემები ინფლაცია და ფასების ზრდა იყო.   დისკუსია ფორუმზე საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში, სხვებთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეოგრიევამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...


მსგავსი სიახლეები

up