ალტერნატიული ენერგეტიკა იმედებს არ ამართლებს - ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი დონისთვის, იგი არის ფუფუნება

ალტერნატიული ენერგეტიკა იმედებს არ ამართლებს - ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი დონისთვის, იგი არის ფუფუნება

access_time2019-05-07 20:00:29



ბოლო 10 წლის მანძილზე მსოფლიო მასმედიაში ძალიან პოპულარული გახდა ისეთი თემა, როგორიცაა  გერმანიის  ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლა.


თავად გერმანელები ამით ამაყობდნენ და ამბობდნენ, რომ მათ მიერ არჩეული გზა არის ენერგეტიკის განვითარების მოდელი, რომელიც ყველა  ქვეყანამ უნდა გადაიღოს.


 
გერმანული მაგალითის გავლენით გაერომ და მსოფლიო ბანკმა მილიარდობით დოლარი ჩადეს განახლებად  - ქარის, მზის და ჰიდრო ენერგიებში.ამ მხრივ  მასშტაბური პროგრამები განვითარებად ქვეყნებშიც განხორციელდა. მაგალითად, კენიაში.


თუმცა, 2018 წელს გერმანიამ აღიარა, რომ სიხარული  ნაადრევი იყო - ქვეყნის მთავრობამ  ნახშირზე უარის თქმის იდეა გადაავადა და აღიარა, რომ 2020 წლისთვის ვერ შეასრულებს   სასათბურე გაზების გამოყოფის შემცირების თაობაზე აღებულ  ვალდებულებებს


ინვესტორებმა და ეკოლოგებმა მწვავედ გააკრიტიკეს გერმანიის მთავრობა, თუმცა ჟურნალისტებმა  სახელმწიფოს მხარე დაიჭირეს.


„გერმანია ვერ შეასრულებდა თავის ვალდებულებებს სასათბურე გაზების თაობაზე, რადგანაც დასახული მიზნები იყო ზედმეტად ამბიციური. მთელს დანარჩენ მსოფლოს რომ გაეკეთებინა იმის ნახევარი, რაც გააკეთა გერმანიამ, დედამიწის მომავალი იქნებოდა უფრო დამაიმედებელი,“ - წერს გაზეთი Handelsblatt.


 როგორც  ამერიკელმა მწერალმა მაიკლ შელენბერგერმა ჟურნალ Forbes-ში დაწერა, გერმანიამ არა მხოლოდ ვერ მიაღწია თავის მიზნებს, არამედ, 2009 წლის შემდეგ გაზების გამოყოფის დონეც ვერ შეამცირა.


მხოლოდ ბოლო 5 წლის მანძილზე განახლებადი ენერგეტიკის დანერგვაში გერმანია  ყოველწლიურად 32 მლრდ. ევროს ხარჯავდა.  თუმცა 2018 წელს ეს პროცესი საგრძნობლად შენელდა  და მწყობრში  მხოლოდ 743 ქარის ტურბინა შევიდა, რაც 50%-ით ნაკლებია  2017 წელთან  შედარებით.



მზის და ქარის ენერგიის გამოყენების მომხრეები ამბობენ, რომ ახლო მომავალში მზის ბატარეები და ქარის ტურბინები უფრო გააიაფებენ ამ გზით მიღებულ ენერგიასაც და   უფრო ხელმისაწვდომს გახდიან რიგითი მომხმარებლისთვის. თუმცა,  დღეს უკვე ჩანს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.


2000-2018  წლებში გერმანიამ გაზარდა განახლებადი ენერგიის წილი მთლიან ენერგო ბალანსში 7%-დან 39%-მდე,  დღეს კი აშკარაა, რომ ალტერნატიული ენერგია, მისი გამომუშავება და შენახვა - ძალიან ძვირი სიამოვნებაა.


დღეისათვის გერმანიაში განახლებადი ენერგეტიკა  მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირების ხარჯზე არსებობს. თუმცა, 2019 წელს, 20-წლიანი ფინანსური დახმარების ვადა იწურება.


ისმის კითხვა  - რა იქნება ამის შემდეგ? არის თუ არა საერთოდ შესაძლებელი განახლებადი ენერგეტიკის განვითარება სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე? და თუ ამას ვერ ახერხებს ევროპის, ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქვეყანა,  რა პერსპექტივა აქვს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკას ისეთ ღარიბ ქვეყნებში, როგორცაა იგივე კენია?


განახლებადი ენერგეტიკა სიძვირის გარდა, სხვა პრობლემებითაც ხასიათდება   - პირველი რიგში კლიმატური პირობები, რომელიც მუდმივად იცვლება  და ამას ვერ გაუმკლავდება ვერანაირი გენიალური მენეჯმენტი. როდესაც ქვეყნის ენერგო ბალანსის საფუძველს წარმოადგენს ჩვეულებრივი, ტრადიციული ელექტროსადგურები, გერმანიის შემთხვევაში ატომური,  ეს არაა პრობლემა, რადგანაც ამ შემთხვევაში ბალანსი მარტივად ივსება.


თუმცა, არავინ ამბობს, რა მოხდება იმ ჰიპოტეტურ შემთხვევაზე, როდესაც მთელი ენერგეტიკა განახლებადი  იქნება .


არის კიდევ ერთი პრობლემა - მზის ენერგიის ფერმებს სჭირდება 459-ჯერ მეტი ფართი, ვიდრე ატომურ ელექტროსადგურებს, ქარის ელექტროსადგურებს კი 700-ჯერ მეტი, ვიდრე გაზის საბადოებს.


დღეს, მიწის საყოველთაო დეფიციტის პირობებში ესეც პრობლემაა.  შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტს მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლას.


ღარიბი ქვეყნებისთვის ალტერნატიული ენერგია იქნება იმდენად ძვირი, რომ მათ სიღარიბიდან გამოსვლა კიდევ უფრო გაჭიანურდება.


2025 წლისთვის გერმანია ალტერნატიული ენერგეტიკის დანერგვაზე   580 მლრდ. დოლარს დახარჯავს, თუმცა ქვეყნის ენერგეტიკის საფუძველი კვლავ  ატომი და ნახშირი დარჩება.


გერმანიის მაგალითმა ნათლად დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ, სამწუხაროდ, ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი დონის პირობებში, განახლებადი ენერგეტიკა არის ფუფუნება, მდიდარი ქვეყნების ინვესტიცია მომავალში, რაც ა შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის სრულიად წარმოუდგენელია.


განახლებადი ენერგეტიკა დღევანდელ ეტაპზე ითხოვს სახელმწიფო სუბსიდიებს და ის კიდევ დიდი ხანი ვერ იქნება საბაზრო ეკონომიკის ნაწილი.


Der Spiegel წერს, რომ გერმანიის გადასვლა განახლებად ენერგეტიკაზე აღმოჩნდა „ნაკლებად წარმატებული“.


ცალსახაა, რომ დღევანდელ ეტაპზე ენერგოსისტემა, რომლის საფუძველშიც არის ქარი და მზე - უფრო იდეალისტური წარმოსახვის შედეგია, ვიდრე რეალობა.


vestifinance.ru





„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up