„ალტა“ - „ფინანსური წნეხი უნდა იყოს იმ შემოსავლების ადეკვატური, რა შემოსავალიც დღეს კომპანიებს აქვთ“

„ალტა“ - „ფინანსური წნეხი უნდა იყოს იმ შემოსავლების ადეკვატური, რა შემოსავალიც დღეს კომპანიებს აქვთ“

access_time2020-04-17 17:30:05

„შეიზღუდა საოჯახო ტექნიკის რეალიზება, თუმცა, ტელესაკომუნიკაციო და IT მოწყობილობის გაყიდვა დაშვებულია და ამაზე ვართ ფოკუსირებული“, -ამის შესახებ კომერსანტს „ალტას“ დირექტორმა გიორგი ჟურულმა განუცხადა. მისი თქმით, ტექნიკის მაღაზიაში ონლაინ გაყიდვები მხოლოდ ერთი დღით იყო შეჩერებული  და  დღეს კომპანია მუშაობას აგრძელებს. „ალტას“ დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით არც ერთი თანამშრომელი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია​თ. გიორგი ჟურულის განმარტებით, კომპანია ყველა მათგანს საბაზისო ანაზღაურებას ამ დრომდე ურიცხავს, თუმცა, შექმნილი სიტუაცია თუ დიდხან გაგრძელდა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 

„ვემორჩილებით იმ შეზღუდვებს და წესებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაადგინა, მაგრამ რისი უფლებაც გვაქვს იმას  ვიყენებთ და ვაგრძელებთ მუშაობას. ჯერ ზარალის დათვლა ადრეა, რადგან ეს ზარალი კიდევ აკუმულირდება. ჩვენი ამოცანა  ახლა არის, რომ არ გავჩერდეთ და ვიმუშაოთ. ჩვენ ახლა, რასაც ვუყურებთ, ეს ყველაფერი საქმიანობის შეფერხების ნაწილში გადის, მაგრამ ამ ეტაპზე სამსახურიდან არავინ გაგვიშვია. ნებისმიერ მოქმედ კომპანიაში არის გარკვეული ადამინების რაოდენობა, რომელებიც სხვადასხვა მიზეზების გამო უხელფასო შვებულებას ითხოვს, გარდა ამ შემთხვევებისა, ყველა თანამშრომელი იღებს ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახევარი აქტიურად აღარაა დაკავებული საქმიანობით“, - განმარტავს  გიორგი ჟურული.

 

გიორგი ჟურული „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ „ალტა“  საკმაოდ ძლიერი და გამართული ორგანიზაციაა, სწორედ ამიტომ, კომპანიაა არ გაჩერებულა და მუშაობას აგრძელებს, თუმცა როგორც  თვითონ ამბობს ნებისმიერ შემთვევაში კორონავირუსის გავლენა ბიზნესსზე მტკივნეულად აისახება.


 

„გაყიდვები რამდენჯერმეა შემცირებული, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა საკმაოდ სერიოზული დარტყმაა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის და ფინანსური სირთულეების წინაშე ყველა კომპანია დადგება. ჩვენ აღარ ვართ ჩვეულებრივ გარემოში, როდესაც გადასახადებს და იჯარას ჩვეულებრივ ვიხდიდით, რადგან შემოსავლები გვქონდა, ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც შეზღუდული მუშაობა გვაქვს და ამ დროს იგივე ვალდებულებების შენარჩუნება იგივე დონზე შეუძლებელია. ფინანსური წნეხი უნდა იყოს იმ შემოსავლების ადეკვატური რა შემოსავალიც დღეს  კომპანიებს აქვთ. მთავრობის მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება ის, რომ ეკონომიკა მალე გაიხსნას. ყველას კარგად გვესმის რა საშიშროების და გამოწვევის წინაშე დგას მთელი ქვეყანა და ვაფასებთ იმ ღონისძიებებს, რასაც მთავრობა ახორციელებს მაგრამ, ეკონომიკის გარეშე ყველაფერი ფუჭი იქნება“, - განაცხადა გიორგი ჟურულიმა.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up