საძიებო სისტემა Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის კაპიტალიზაციამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
16 იანვარს NASDAQ-ის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად Alphabet-ის A კლასის აქციის ფასმა 1450,16 დოლარი, C კლასის ფასმა კი 1451,70 დოლარი შეადგინა. 2020 წლის დაწყებიდან Alphabet-ის ფასიანი ქაღალდები 7,5%-ით გაძვირდა, გასული წლის საერთო ზრდის მაჩვენებელმა კი 28% შეადგინა.
Alphabet-თამ ერთად 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ახლა სამი კომპანია - Microsoft (1,25 ტრილიონი დოლარი), Apple (1,41 ტრილიონი დოლარი) და Saudi Aramco (7 ტრილიონი დოლარი) ღირს.
imedinews.ge