„ალოგიკურია ერთი პრინციპით დაითვალო ჰიპერმარკეტის კონსულტანტის, ბანკის მმართველის და მინისტრის ხელფასის საშუალო ოდენობა“

„ალოგიკურია ერთი პრინციპით დაითვალო ჰიპერმარკეტის კონსულტანტის, ბანკის მმართველის და მინისტრის ხელფასის საშუალო ოდენობა“

access_time2021-09-16 15:00:00

„საშუალო ხელფასი საქართველოში ანგარიშდება სტანდარტული საშუალო არითმეტიკულის პრინციპით (მეექვსე კლასში რომ ისწავლება) ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ამ მეთოდოლოგიას იყენებენ აქტიურად, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები (მაგალითად ევროკავშირი) სადაც მინიმალური ხელფასი საშუალოდ 800 ევროა და დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მეტ-ნაკლებად თანაბარი“ – ამის შესახებ, ეკონომისტი ოთარ აბესაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.


„საქართველოში ამ მეთოდოლოგიით დაანგარიშება არის მცდარი, რადგან არ არის განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა და განსხვავება შემოსავლებს შორის (სოციალური ფენები) არის კოლოსალური.


ალოგიკურია ერთი პრინციპით დაითვალო ჰიპერმარკეტის კონსულტანტის, ბანკის მმართველის და მინისტრის ხელფასის საშუალო ოდენობა.


საქართველოში საშუალო ხელფასის გაბნევა, ანუ ვარიაცია არის საკმაოდ მაღალი (საშუალო ხელფასი რამდენად თანაბრად ნაწილდება ყველა დასაქმებულზე) გაბნევის კოეფიციენტია 47.3 რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია.



ასევე საყურადღებოა პოპულაცია, მოდა. (ყველაზე გავრცელებული ხელფასი საქართველოში) რაც ბევრად ნათლად ასახავს რეალურად ყველაზე გავრცელებული ხელფასის ოდენობას.


აუცილებელია საშუალო ხელფასის არა კლასიკური საშუალო არითმეტიკულით, არამედ საშუალო ჰარმონიულის შეწონილით დაანგარიშება, რადგან უამრავი გამეორება გვაქვს ხელფასებში (პირობითად თვეში 1000 ლარს ერთი კიარა ძალიან ბევრი ადამიანი იღებს)


რომ შევაჯამოთ ვარიაციის კოეფიციენტი, პოპულაცია, მოდა და საშუალო ჰარმონიული შეწონილი ჯამში მივიღებთ იმას, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი მერყეობს 700-900 ლარის ფარგლებში თანაბარი განაწილებით სრულ დასაქმებულთა რაციონზე.



უფრო რომ გავამარტივოთ 700-900 ლარი საშუალოდ ეკონომიკურად აქტიური დასაქმებული მოსახლეობის 83%-ზე მეტ ხელფასში აისახება და მეორდება“ – წერს ოთარ აბესაძე.





თეგები:
ხელფასი



რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up