„ალმასთან” გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლოა, გადაიხედოს - თბილისის მთავრობა გარე რეკლამის საკითხს სწავლობს

„ალმასთან” გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლოა, გადაიხედოს - თბილისის მთავრობა გარე რეკლამის საკითხს სწავლობს

access_time2019-02-22 11:44:31

დედაქალაქის მთავრობა გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე აქტიურად მუშაობს.


მუნიციპალიტეტმა შესაძლოა, კომპანია „ალმასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასაც გადახედოს. საკრებულოს წევრის ვატო შაქარიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე დოკუმენტის სამართლებრივი შესწავლა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, დღეისათვის გარე რეკლამების ბიზნესში მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების სერიოზული საფრთხე არსებობს.


„მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონის შემდეგ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლება კერძო კომპანიის ხელში 2009 წლიდან გადავიდა. აღნიშნული ხელშეკრულება 2021 წლამდეა გაფორმებული. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ეს ნებართვა ერთი კომპანიის, ერთი კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის ხელში აღმოჩნდა, რაც მრავალი მიმართულებით ქმნის პრობლემას.


ამასთან, მინიმუმამდეა დაყვანილი მუნიციპალიტეტის მონაწილეობა გარე რეკლამის სანებართვო პროცედურებში. ამ ნებართვის კერძო კომპანიის ხელში აღმოჩენით საკმაოდ ბევრი პრობლემა შეიქმნა, რაც დაკავშირებულია ქალაქის იერსახესთან, უსაფრთხოებასთან და საბიუჯეტო შემოსავლებთან. შეიძლება ითქვას, რომ სამივე პუნქტი უხეშადაა დარღვეული. ამჟამად მიმდინარეობს გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი შესწავლა“,- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


მისივე თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ქარის ან სხვა სტიქიის დროს ხდება გარე რეკლამების დაზიანება. მიზეზი კი არის ის, რომ გარე რეკლამები ხშირ შემთხვევაში, არასწორად და უსაფრთხოების ნორმების დარღვევითაა განთავსებული. სწორედ ამიტომ, მერია ამ საკითხის რეგულირების საკითხზე მუშაობას ააქტიურებს.



„უნდა მოხდეს გარე რეკლამების აღწერა - ინვენტარიზაცია და ექსპერული შეფასება, რათა დადგინდეს, რამდენად კონსტრუქციულად მდგრადია გარე რეკლამა და შეესაბამება თუ არა ქალაქგეგმარებით პრინციპებს. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევები, როცა გარე რეკლამა ფარავს საგზაო ნიშნებს, არაერთ შემთხვევაში კონსტრუქციის მდგრადობა დარღვეულია. უნდა გადაიხედოს ის ხელშეკრულება, რომელიც მუნიციპალიტეტმა მაშინ ორ კომპანიასთან, „ალმასა“ და Outdoor.ge-სთან დადო“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.


ვატო შაქარიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის როლი გარე რეკლამების რეგულირების საკითხში ცალსახად გასაზრდელია.


„მიმდინარეობს ანალიზი, თუ რამდენად ადეკვატურია გადასახადი, რასაც კომპანია „ალმა“ იხდის დედაქალაქის ბიუჯეტში. ეს ფასი 2009 წლის მონაცემებით არის დადგენილი. მოგეხსენებათ, დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპანიების მიერ გადახდილი მოსაკრებელი ბაზარზე არსებული რეალური გადასახადისგან მნიშვნელოვნადაა აცდენილი“, -აცხადებს საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი.


ცნობისთვის, გარე რეკლამის ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილესი კომპანიას „აუთდორჯი“ Wissol Group-ის შემადგენლობაში მყოფმა სარეკლამო კომპანია „ალმამ“ ცოტა ხნის წინ შეიძინა. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, გარე რეკლამის სარეკლამო ბაზარი 2017 წელსაც მთელი სარეკლამო ბაზრის 10%-ს იკავებს და 4.7 მლნ დოლარს შეადგენს.



bpn






თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია
access_time2019-05-23 15:30:44
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ ნახევარში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც ამ დროს მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით...

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up