ალკოჰოლის ინდუსტრიიდან სტუმარ-მასპინძლობის სექტორში -  Bolero & Company მელიქიშვილზე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ალკოჰოლის ინდუსტრიიდან სტუმარ-მასპინძლობის სექტორში - Bolero & Company მელიქიშვილზე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

access_time2021-06-14 16:00:01

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე Bolero & Company სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შედის. კომპანია თბილისის ცენტრში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა. სასტუმროს სიმაღლე 25.55 მეტრი იქნება, ხოლო სართულიანობა ცხრა, საიდანაც შვიდი მიზისზედა სართულია, 2 სართული კი მიწისქვეშა. შენობის პირველ სართულზე გათვალიწინებულია კომერციული ობიექტების, რესტორანისა და ლაუნჯ-ბარის განთავსება, ხოლო ზედა სართულებზე საუნები, სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები მოეწყობა.

 



როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, სასტუმროს მართვასთან დაკავშირებით Bolero & Company მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა კი 2023 წელს დასრულდება.

 


განმარტებით ბარათში ნათქვამია ისიც, რომ ფუნქციურად სასტუმრო life style  ტიპის იქნება, რომლის სტუმრებს და დამსვენებლებს არ ექნებათ საშუალება სასტუმროში საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ. აქედან გამომდინარე, სასტუმროში სატრანსპორტო საშუალებით შესვლა–გამოსვლა, გაჩერება სასტუმროს წინ და დაყოვნება არ მოხდება, სასტუმროს ყველა სტუმარი უკვე არსებული ქუჩის გაჩერებებით ისარგებლებს.

 



შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ „კომერსანტი“ ადრეც წერდა. გასულ წელს მედიაჰოლდინგმა გაარკვია, რომ „ბანკმა ქართუმ“ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას უძრავი ქონება ჩამოართვა. ბიზნესმენის შვილი დავით კოდუა აცხადებდა, რომ მას არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ინფორმაცია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ მიუღია. იგი ამბობდა, რომ ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის დაკარგვა „ქართუ ბანკში“ სასეხო ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული. მელიქიშვილის გამზირზე ლაურა ღაჭავა Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობას 2017 წლიდან გეგმავდა. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქტიტექურის სამსახურმა 2016 წელს გასცა, დედაქალაქის მერიასთან ასევე შეთანხმებული იყოს სასტუმროს პროექტი. შვიდსართულიანი, 100 ნომრიანი და სამვარსკვლავიანი სასტომროს მშენბლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019-ში დასრულებულიყო. Hilton-ის ბრენდის სასტუმროს ასაშნებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი იყო გათვალისწინებული.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up