Alitalia-მ სახელი შეიცვალა

Alitalia-მ სახელი შეიცვალა

access_time2021-10-15 13:50:00

ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ფინანსური სირთულეების ფონზე ისტორიულმა იტალიურმა ავიკომპანიამ Alitalia დაასრულა რეორგანზაიციის პროცესი და 15 ოქტომბრიდან იწოდება როგორც ITA (Italia Trasporto Aereo S.p.a.).


ახალი კომპანიის ავიარეისებზე უკვე შესაძლებელია ბილეთების დაჯავშან 36 შიდა, ევროპულ რეისზე და ორ კონტინენტთაშორის ფრენაზე ნიუ-იორკის და ტოკიოს მიმართულებით. ძველისგან ახალ კომპანიას ერგო 52 ლაინერი (რაც სამჯერ ნაკლებია 10 წლის წინანდელ მონაცემზე), კომპანიაში დასაქმებულების რაოდენობა შემცირებულია ოთხჯერ - 10 ათასიდან 2,8 ათასამდე.


ფაქტია, რომ Alitalia-მ ეროვნული ავიაკომპანიის ტიტული ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა, როცა აქციების 49% შეიძინა არაბულმა Etihad Airways-მა. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია ყოველწლიურად კარგავდა ნახევარ მილიარდ ევროს და მას არაბულმა ინვესტიციებმაც ვერ უშველა. ახლა კი კომპანიის წინა ხელმძღვანელები სასამართლო პროცესებში არიან ჩართულნი კომპანიის გაკოტრებამდე მიყვანის გამო. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო კომპანიას არ შეუწყვეტია ფრენები, თუმცა სიხშირე და მიმართულებები განახევრდა, შედეგად კი კომპანიამ 2020 წელს 2,2 მილიარდი ევროთი იზარალა.


Alitalia ისტორიული კომპანიაა, რომელიც არსებობის 70 წელს ითვლის. მისი ყველაზე დიდი ზრდის წლები მოდის 80-90-იან წლებზე, უკვე 2018 წელს კი კომპანიამ 20 მილიონი მგზავრი გადაიყვანა 100 მიმართულებით.



ახალი რესტრუქტურიზაციის შედეგად კი კომპანია აპირებს დაიბრუნოს ძველი დიდება და შემოსავლები, უკვე 2025 წლისთვის გააორმაგოს როგორც ფლოტის, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა.


Alitalia-ს უკანასკნელი რეისი ხუთშაბათს გვიან საღამოს კალიარიდან რომის მიმართულებით შესრულა, ხოლო ITA-ს პირველი რეისი პარასკევს მილანის აეროპორტიდან ბარის მიმართულებით.


bpn.ge




თეგები:
Alitalia



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up