ალესანდრო მიკელემ Gucci-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა

ალესანდრო მიკელემ Gucci-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა

access_time2022-11-27 17:00:36

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ბევრი ცვლილების მიუხედავად, Gucci-ის მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ თანამდებობა დატოვა.

 

„მისმა პრინტებმა, ახალმა ორმაგმა G ლოგომ და „ბებიების სტილის“ დაბრუნებამ, 2021 წელს Gucci-ს შემოსავლის გაორმაგება გამოიწვია და ამ ციფრმა 9,7 მილიარდ ევროს (10 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია, მაშინ როცა 2015 წელს კომპანიის შემოსავალი 4 მილიარდ ევროზე ნაკლები იყო. ხოლო საოპერაციო მარჟა 26,5%-დან 38,2%-მდე გაიზარდა“, წერს Bloomberg-ი.

 

49 წლის იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მიქელე Gucci-ის სახლის კრეატიული დირექტორი 2015 წელს გახდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Gucci-ს გარდაქმნაში. როგორც New York Times Style-ი წერს, ერთ ღამეში, Gucci-ი გლამურის გამქრალი სიმბოლოდან ექსცენტრიკული მომწოდებლად იქცა და მომხმარებელი ისეთ საკითხებზე დააფიქრა, როგორიცაა გენდერი, სექსუალური იდენტობა და რასა.

  

მისმა ახლებურმა ხედვამ მოდის მთელი ინდუსტრია მოიცვა და ფრანგულმა კონგლომერატმა Kering-მა, რომელიც Saint Laurent-სა და Balenciaga-საც ფლობს, ათობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


 



მიუხედავად იმისა, რომ მიკელე Gucci-ის გაფართოებას მეტავერსთან, Adidas-თან და Harry Styles-თან თანამშრომლობით ცდილობდა, ბოლო პერიოდში ბრენდის ზრდის პროცესი შენელდა. სწორედ ეს გახდა მისი თანამდებობის დატოვების მიზეზი.

 

„დღეს ჩემთვის არაჩვეულებრივი მოგზაურობა მთავრდება, რომელიც კომპანიაში ოც წელზე მეტხანს გაგრძელდა და რომელსაც მთელი ჩემი სიყვარული და შემოქმედებითი ვნება დაუღალავად მივუძღვენი,“ ამ სიტყვებით გამოემშვიდობა მიკელე Gucci-ს.

 

როგორც bloomberg-ი წერს, 100 წლიან ბრენდს არასოდეს ჰყოლია იმხელა თაყვანისმცემლების არმია, როგორც მიკელეს დროს ჰყავდა და არც იმხელა მოგება ქონია, რაც ბოლო 7 წელიწადში.


Gucci-ს კრეატიული დირექტორის შემცვლელის ვინაობას მოდის სახლი ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 


თეგები:
Gucci



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up