საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრი საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტად აირჩეს

საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრი საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტად აირჩეს

access_time2022-02-02 16:00:38

პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის (ICGFM) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტად აირჩეს. ამის შესახებ ინფორმაციას PMCG ავრცელებს. საკონსულტაციო კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ICGFM წამყვანი საერთაშორისო ორგანიცაა, რომელიც აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საკონსულტაციო ჯგუფებს, პროფესიულ ასოციაციებს, უნივერსიტეტების ფაკულტეტებსა და ფინანსური მენეჯმენტის მაღალი დონის პროფესიონალებს, რომლებიც ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესებით არიან დაკავებული.

 

„ჩემთვის დიდი პატივია ICGFM  პროგრამების ვიცე-პრეზიდენტად არჩევა. სასიამოვნოა, რომ მექნება შესაძლებლობა ამ პლატფორმის ნაწილი გავხდე და განვავითარო ფინანსური მენეჯმენტი ინფორმაციის გაცვლით და შესაძლებლობების მიწოდებით. ჩვენ პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობით საჯარო ფინანსების მენეჯმენტის სფეროში მრავალფეროვანი პორტფელი დავაგროვეთ. ვაგრძელებთ სახელმწიფოების მხარდაჭერას, რათა შეიმუშაონ პოლიტიკის ჩარჩოები და საჯარო ფინანსების მართვის თანამედროვე სისტემები“, - განაცხადა ალექსი ალექსიშვილმა.

 


PMCG-ს  ინფორმაციით,  15 წლის განმავლობაში, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა საერთაშორისო დონეზე წვლილი შეიტანა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის ამაღლებაში. მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოებს ეხმარება უახლესი მეთოდოლოგიებითა და ინოვაციურ მიდგომებით განავითარონ საჯარო ფინანსების მართვის სისტემები, რომელიც თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზეა დაფუძნებულია. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების მდგრად, ეფექტურ და გამჭვირვალე მართვას.

 

განაცხადებში ნათქვამია ისიც, რომ ალექსიშვილს საჯარო ფინანსების მართვაში განსაკუთრებული ცოდნა აქვს დაგროვებული. როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსანსა და მრჩეველს მას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საჯარო ფინანსებისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში. PMCG-ს  ინფორმაციით,  ის არის საქართველოში გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმების ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი, რა დროსაც ის მუშაობდა ეკონომიკისა (2004-2005) და ფინანსთა (2005-2007 )მინისტრად. საჯარო ფინანსების მართვისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით ის კონსულტაციებს ასევე უწევდა  სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს როგორებიც არიან ალბანეთი, მონღოლეთი, კოსოვო, მოზამბიკი, ერაყი, მოლდოვა, ყირგიზეთი, იორდანია და სხვები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up