ალექსეი ნავალნის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი მასშტაბის ქუჩის საპროტესტო აქციის ორგანიზებას განახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ნავალნის მხარდამჭერებმა დღეს ვებგვერდის „თავისუფალი ნავალნის“ საშუალებით პოლიტიკური კამპანია დაიწყეს, საპროტესტო აქციის თარიღს კი მას შემდეგ გამოაცხადებენ, რაც მასზე დასასწრებლად რეგისტრაციას 500 000 მოქალაქე გაივლის.
„საპროტესტო აქცია 500 000 ადამიანის მონაწილეობით ყველაზე დიდი აქცია იქნება თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. ჩვენ გავმართავთ მშვიდობიან აქციებს რუსეთის ყველა ქალაქში,“- განაცხადა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა ივან ჟდანოვმა.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი იანვარში, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს და ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალეს.
დასავლეთი მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს, რასაც რუსეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. რუსეთის ხელისუფლებში ასევე აცხადებენ, რომ ნავალნის მოწამვლის მტკიცებულება არ არსებობს და ირწმუნებიან, რომ ის რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით დაბრუნდა.
IPN.GE