ალექსეი ნავალნი - ახლა რომ მნახოთ, გაგეცინებათ, საკანში ჩონჩხი ბარბაცით დადის - ჩემი ანალიზებით, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო, მაგრამ არა, ასე ადვილად ვერ წამიყვანთ!

ალექსეი ნავალნი - ახლა რომ მნახოთ, გაგეცინებათ, საკანში ჩონჩხი ბარბაცით დადის - ჩემი ანალიზებით, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო, მაგრამ არა, ასე ადვილად ვერ წამიყვანთ!

access_time2021-04-21 11:50:00

პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი შიმშილობის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ბარბაცით მოსიარულე ჩონჩხს დაემსგავსა.


„გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს. ახლა ჩემით იმ ბავშვების შეშინება შეიძლება, რომლებიც საჭმლის ჭამაზე უარს აცხადებენ: მაშენკა, თუ ფაფას არ შეჭამ, იმ ძიას დაემსგავსები, დიდი ყურებით, თავის ქალაზე გადაკრული ტყავითა და ჩაღრმავებული თვალებით, - არა დედა, არა, მე ყველაფერს შევჭამ და დამატებასაც მოვითხოვ,“- წერს ნავალნი „ინსტაგრამზე.“


“გამეცინა, როდესაც წავიკითხე ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ წამიყვანთ. "ნოვიჩოკის" შემდეგ არც კალიუმის არ მეშინია”, - წერს პოლიტიკოსი.


ამასთან, ის მხარდამჭერებს მადლობას ეუბნება მის მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის.



„წუხელ ჩემთან ადვოკატი შემოვარდა ზუსტად 5 წუთით და მიამბო თქვენი დიდი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ეს მომენტი ძალიან ძვირფასი იყო. დიდი მადლობა თქვენ. ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, რომელსაც არაფერი აქვს წყლიანი ჭიქის გარდა, იმედი და საკუთარი გადაწყვეტილებების რწმენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეა რუსეთშიც და მსოფლიოშიც, ციხეშიც და თავისუფლებაზეც. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს რთული არაა, მაგრამ უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ უკეთესი იარაღი არ არსებობს,“- წერს კრემლის კრიტიკოსი.


შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ექიმებმა ნავალნის ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up