ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

access_time2022-08-11 13:40:00

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.


„ჩემი რეიტინგი არის დღეს პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი. მე ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ გამოვყოფ და არასდროს ვუმუხთლებ ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობ. შეიძლება, მე სხვადასხვა მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ მათ არ ვასაჯაროვებ. არასდროს გამომაქვს გარეთ დაპირისპირება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.


მისივე თქმით, ომის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არაკორექტულია, თუმცა მან აღიარა, რომ მსგავსი ამბიციები აქვს.


„ზელენსკი თუ მეორე ვადით იყრის კენჭს, მე ცხადია, მას არ გადავეღობები, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.



ამასთან, მანვე დაამატა, რომ სხვა შემთხვევაში იყრის კენჭს უკრაინის პრეზიდენტად.


„მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბევრი გავაკეთო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.


1tv.ge






იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up