ალექსანდრე ხეთაგური „სილქ ბანკის“ აქციონერი იქნება

ალექსანდრე ხეთაგური „სილქ ბანკის“ აქციონერი იქნება

access_time2022-11-22 17:15:06

„სილქ ბანკს“ ახალი აქციონერები ჰყავს.


რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ბანკში განთავსებული კაპიტალი 62 946 400 ლარამდე გაიზარდა. კაპიტალის გაზრდისთვის ბანკმა დამატებით, 18 000 ცალი აქცია გამოუშვა, თითო 100 ლარის ნომინალური ღირებულებით. ახალი აქციების შეძენის უფლება კი, „სილქ ჰოლდინგს“ მიენიჭა, რომლის წილი ბანკში 2.85% იქნება.


„სილქ ჰოლდინგის“ 100% -ის მფლობელი კომპანია „ ნექსუსია“. „ნექსუსს“ კი 3 აქციონერი ჰყავს: ალექსანდრე ხეთაგური 90%, ალექსი ხოროშვილი -5%, დავით მელიქიძე - 5%.



ალექსანდე ხეთაგური იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი (2012 წ.); საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი (2007-2012 წწ.); საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; მუშაობდა საქართველოს ენერეგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. 2012 წლიდან დღემდე კი ის არის კომპანია “სოკარ გაზ დისტრიბუშენი”-ს დირექტორი.


სს „სილქ ბანკის“ აქციების 61.7639% „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს. ბენეფიციარი აქციონერები არიან: გიორგი რამიშვილი, დევიდ ფრანც ბორგერი და ალექსი თოფურია. აქციების პაკეტის 38.23%-ს შპს „პარტომტას“ მფლობელი ერკინ ტატიშევი ფლობს.






თეგები:
სილქ ბანკი



TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek
access_time2022-12-07 21:00:54
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი კიბეებიდან ჩამოვარდა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.   General SVR-მა გასულ კვირას Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა პუტინმა სამუშაო თათბირი სტრესულ ვითარებაში, სადაც განიხილავდნენ მძიმე...


მსგავსი სიახლეები

up