ჩვენ გავზრდით წვრთნების სიხშირეს და ვეცდებით, ისინი ყოველ 2 წელში ერთხელ ჩავატაროთ სამის ნაცვლად, ასევე, ვეცდებით, მეტი სინერგიის პოვნას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან, საქართველოს დასახმარებლად, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, NATO-ს მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ინდივიდუალურად მორგებული მხარდამჭერი ზომების პაკეტს საქართველოსთვის, რომელიც საქართველოს მიმართ NATO-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს. უფრო კონკრეტულად, გამოხატავს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და NATO-ს ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი საქართველოს საბოლოო წევრობასთან დაკავშირებით.
„მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ზომების ერთობლიობას, ჩვენ ვეძახით მათ ინდივიდუალურად მორგებულ მხარდამჭერ ზომებს საქართველოსთვის, რომელიც არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა, ყველაზე მეტად პირდაპირ დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების გარემოში ჩარევით, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას უკავშირდება. ინდივიდუალურად მორგებული მხარდამჭერი ზომები საქართველოს მიმართ NATO-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს, უფრო კონკრეტულად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და NATO-ს ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი საქართველოს საბოლოო წევრობასთან დაკავშირებით.
ცალსახად, სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელშიც მხარდაჭერილ იქნა ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოსი, გადაჯაჭვულია NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. აქვე ვიტყვი, რომ სტრატეგიული კონცეფცია, ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი და გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე და მის შემდგომ სამიტებზე მიიღეს. ზომები ინდივიდუალურად მორგებულ პაკეტში გულისხმობს, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ დახმარებას საქართველოსთვის. ეს ახალი პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს გაზარდოს მისი შესაძლებლობები და ასევე, გააძლიეროს მისი მდგრადობა, მათ შორის საქართველოს მონაწილეობის გაზრდით NATO-ს კიბერ წვრთნებში, დაცული კომუნიკაციების გაძლიერებაში და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებით.
ჩვენ გავაგრძელებთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტზე მუშაობას, რომელიც კვლავაც არის მთავარი ჩარჩო ჩვენი პრაქტიკული დახმარებისთვის მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზის მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რამდენიმე ახალი სამუშაო არეალის დამატებას პაკეტისთვის. ჩვენ გავზრდით წვრთნების სიხშირეს და ვეცდებით, ისინი ყოველ 2 წელში ერთხელ ჩავატაროთ სამის ნაცვლად. ჩვენ, ასევე, ვეცდებით, მეტი სინერგიის პოვნას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს დასახმარებლად. ნატო გეგმავს თანამშრომლების დამატებას ამ ოფისისთვის. მომავალი თვეების განმავლობაში საქართველოსთან მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე ვიმუშავებთ“,- განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.