ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  წელს პირველ 1000 სტუდენტს მიიღებს- KIU-ს რექტორი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს პირველ 1000 სტუდენტს მიიღებს- KIU-ს რექტორი

access_time2020-06-11 12:00:06

უკვე ასეულობით  აბიტურიენტმა  აირჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კოდი  - 197, გამოხატა სურვილი და პირველარჩევანი სწორედ  ჩვენს  უნივერსიტეტზე  შეაჩერა. KIU უკვე მზადაა წელს 1000 სტუდენტის  მისაღებად.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ ინტერვიუში განუცხადა.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაში  „ქართუ ფონდის“ მიერ მილიარდი ევრო გამოიყო, წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის პირველი ეტაპი მზად არის, შესაბამისად მოახლოებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით გამოვლიდნება მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა.  როგორც უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე განმარტავს, 2022 წლიდან KIU  ახალი პროგრამების დამატებას გეგმავს საინჟინრო მიმართულებებით, ხოლო 2023 წლიდან უნივერსიტეტს დაემატება მედიცინა და ჰუმანიტარული სპეციალობები.


მიმდინარე წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.  უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება. პროგრამები განხორციელდება ინგლისურ ენაზე და მას გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები და ლექტორები. სტუდენტებისა და პროგრამების რაოდენობა ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება.   


2021 წლიდან უნივერსიტეტს დაემატება საგანმანათლებლო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, მათ შორის  ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. ეტაპობრივად მოხდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეთავაზება. აქცენტი გაკეთდება ინტერდისციპლინურ განათლებაზე და პროგრამებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კურსდამთავრებულთა დასაქმების ფართო შესაძლებლობებს,“- აცხადებს ალექსანდრე თევზაძე.



საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეადგენს წელიწადში 2250 ლარს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის მიზანია, სწავლებასთან ერთად სტუდენტური საცხოვრებლის ანაზღაურება.


„ფონდის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტისთვის საუნივერსიტეტო სტიპენდია,  KIU ბარათი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კვების დაფინანსება კამპუსის ტერიტორიაზე. სტუდენტური გრანტების ფონდში მოქმედებს სოციალური გრანტების პროგრამარომლის ფარგლებშიც დაფინანსდებიან სტუდენტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, შშმ პირები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლები. უნივერსიტეტში იმოქმედებს აკადემიური მიღწევების პროგრამაც. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 საუკეთესო სტუდენტის სიაში, ზოგადი  განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „M ვექტორიდა ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები. საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის ოთხი წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება და წელიწადში მოაგროვონ, მინიმუმ, 55 სასწავლო კრედიტი. იმედი გვაქვს, საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს შეუქმნის იდეალურ პირობებს, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში და მიაღწიონ წარმატებას კარიერაში ან აკადემიურ საქმიანობაში,“ -   განმარტავს უნივერსიტეტის რექტორი.

საუნივერსიტეტო ქალაქი  ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. კომპლექსი მოიცავს  აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. როგორც ალექსანდრე თევზაძე განმარტავს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად, ახალი კამპუსებისა და პროგრამების დამატების პარარელურად გაგრძელდება.


ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისთვის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ ერთი მილიარდი ევროა გამოყოფილი და იგის სრულად ხმარდება უნიკალური საგანმანათლებლო ჰაბის მშენებლობას საქართველოში, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს.


მიმდინარე წლის შემოდგომაზე სტუდენტებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები. ეს იქნება კომფორტული ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სრულად აღჭურვილი სამზარეულო კუთხით, სველი წერტილებით, თანამედროვე ავეჯით და უწყვეტი ინტერნეტ კავშირით. სტუდენტები შეძლებენ, აირჩიონ როგორც ინდივიდუალური, ასევე ორადგილიანი სტუდენტური სტუდიოები,“ - აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM). KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.  საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე დაგეგმილია TUM International-ის ოფისის გახსნა.


მარიამ მორგოშია




აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up