ალექსანდრე რატიშვილი: მოსახლეობას და ბიზნესს გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი და შესაბამისად, საბანკო სესხი, მძიმე ტვირთად დააწვა

ალექსანდრე რატიშვილი: მოსახლეობას და ბიზნესს გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი და შესაბამისად, საბანკო სესხი, მძიმე ტვირთად დააწვა

access_time2021-09-15 17:04:49

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში სამჯერ გაზრდილმა რეფინანსირების განაკვეთმა, ჩვენი მოსახლეობის და ბიზნესის უდიდესი ნაწილი, რომელსაც საბანკო სესხები აქვს, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააყენა. რატიშვილის თქმით, რეფინანსირების განაკვეთი დღევანდელი მონაცემებით 2%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს საბანკო სესხი ორჯერ და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად გაეზარდათ.


„ჩვენ მოსახლეობას და ბიზნესს ძალიან აწუხებს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რადგან ეს პროცესი პირდაპირ არის მიბმული საბანკო სესხების პროცენტზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის შესაბამისმა კომიტეტმა, მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში ზრდის მიმართულებით სამჯერ მოახდინა რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება. საბოლოო ჯამში ეს ციფრი გაზრდილია 2%-ით. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის შეიძლება 2 % არაფრის მთქმელია, მაგრამ ეს არის მძიმე დარტყმა ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც კომერციულ ბანკში აქვს სესხი აღებული. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ზოგიერთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას იღებს გარკვეული ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. პირველი და უმთავრესი, არის ინფლაცია. მიზნობრივი ინფლაცია, 2021 წელს განსაზღვრულია 3 – 3,5%-ის ოდენობით, მაშინ, როდესაც ივნისი-ივლისის მონაცემით, ინფლაციის მაჩვენებელი გახლდათ 11,8%, ხოლო აგვისტოს 12,8 %-ია. ანუ, ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზეა. ეს ცხადი ხდება როდესაც მაღაზიაში შეხვალთ, ნებისმიერი პროდუქტის ფასი კატასტროფულად არის გაზრდილი. ინფლაციას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი, როგორც ქვეყნის შიგნით, ეკონომიკის მდგომარეობა, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული ფაქტორები. ვგულისხმობთ, მთელ მსოფლიოში გაზრდილ ფასებს, როგორც ნედლეულზე, ისე სურსათსა  და ნავთობზე, საქართველო კი სწორედ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. ამას ემატება ჩვენი ვალუტის კურსის არასტაბილურობა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცემულობა. ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში განაპირობებს რეფინანსირების განაკვეთის იძულებით ზრდას.  



თუმცა, მთავარი პრობლემა ეროვნული ბანკის ქმედებაში, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის ის, რომ იგი მოქმედებს რეაგირების და არა პრევენციის რეჟიმში. ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს რამდენიმე თვის შემდეგს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მოვალეობაა, პრევენციული ზომები გაატაროს და არა უკვე დამდგარ ძალიან უარყოფით შედეგზე მოახდინოს რეაგირება, რაც დღეს გვაქვს და რასაც თიოთოეული ჩვენგანი ჯიბეზე ვგრძნობთ.


ამიტომ, ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გატარდეს უღრმესი, ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმები, რომ ცვლილება თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე აისახოს და არა მხოლოდ ცარიელ ციფრებში, რომელსაც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ასახელებენ,“  - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა ბრიფინგზე.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up