ალექსანდრე რაქვიაშვილი:  როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახა, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი

ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახა, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი

access_time2019-12-18 17:12:34

,,როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი”,- ამის შესახებ ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს.


მისი თქმით, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე.


,, ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, კონფლიქტი ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების მენეჯმენტს შორის განპირობებულია არსებული სისტემის მიერ შექმნილი დესტრუქციული სტიმულებით. ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე.რაც მინიმუმ მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან ამგვარი ოპორტუნისტული ქცევა ეკონომისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა, როცა საბაზრო ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში სოციალისტური სისტემის სხვადასხვა ელემენტები დაინერგა და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად დესტრუქციული ხდება ადამიანის ქცევა “საყოველთაო” სისტემების ფარგლებში. დღეს კი ყველა ასეთი საკითხი დეტალურად შესწავლილია და ეკონომიკური თეორიისსახელმძღვანელოებშია აღწერილი.



კარგად ცნობილია ე.წ. ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პრობლემაც, როცა ბიზნესმენი ლეგალურად შედის გარიგებაში მთავრობასთან, ბიუჯეტის ხარჯზე მოგების ზრდის მიზნით. ეს კი განსაკუთრებით გავრცელებულია “რთულ” სექტორებში, ანუ ისეთ ბიზნესში, სადაც რიგითი მომხმარებელი შედარებით ნაკლებად ინფორმირებულია. მაგალითად, ელექტროენერგეტიკა, განათლების სისტემა, წყალმომარაგება, საბანკო სისტემა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემა.


სხვათა შორის, ასეთი სექტორის კარგი ინდიკატორია “ექსპერტების” სიმრავლე, რადგან “ობიექტური პოზიციის” მქონე ექსპერტებმა უნდა დამალონ გარიგების ფაქტი და დაიცვან ის ნებისმიერი კრიტიკისგან. ამიტომ თუ მომხმარებელი იკითხავს, რატომ არ შეიძლება ქალაქში იყოს ორი წყალმომარაგების კომპანია, გაჩნდება “ექსპერტი” კომენტარით “ბუნებრივ მონოპოლიაზე”, თუ ვინმე ლარის გაუფასურების შემდეგ ალაპარაკდა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, “ექსპერტი” არ დააყოვნებს შეგვახსენოს გარე შოკებზე და “მთავრობის ბრალზე”. და როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი და საშიში. უილიამ ისტერლის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს ყოველივე “ექსპერტების ტირანიის” ინდიკატორია, ანუ საზოგადოების, რომელიც “ექსპერტის მოსაზრების” საკრალიზაციისკენ და ამავდროულად, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვისკენაა მიდრეკილი”,- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.


forbes.ge





BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up