ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

access_time2020-10-24 22:37:52

ქართული ოცნების" აბაშის,მარტვილის,ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.


კანდიდატი ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.


"ქალაქ წალენჯიხაში რუსთაველის ქუჩის და ლუღერას უბნის მოსახლეობას შევხვდი. ადგილობრივებს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათ სამოქმედო გეგმა გავაცანი. მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ვისაუბრეთ, ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრასაც ჩვენ გვანდობენ. ნათელია, რომ წალენჯიხის ინფრასტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ამისთვის კი სერიოზული სამუშაოები შესრულდა და ეს უწყვეტად გაგრძელდება მომავალშიც.



ქალაქში გამართული შეხვედრების შემდეგ, ულამაზესი ობუჯისა და ფახულანის მოსახლეობას შევხვდი. მათ გავაცანი ჩემი პროგრამული ხედვები, ვისაუბრეთ იმ სიკეთეებზე, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორცილდა მათ სოფლებში.


მოხარული ვარ, რომ შეხვედრაზე ჩემდამი ნდობა გამოხატეს და ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად გავამართლებ მათ ნდობას. ეს არის არა უბრალოდ არჩევნებში მხარდაჭერა, არამედ მზაობა, რომ ერთად შევუდგეთ რეგიონის წარმატების მშენებლობას" - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ .
--





ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წელს 1,14 მლრდი ლარით დააფინანსებს

ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წელს 1,14 მლრდი ლარით დააფინანსებს
access_time2020-12-01 12:55:01
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტიდან 1,14 მლრდ ლარით დააფინანსებს.   მთლიანობაში ანტიკრიზისული ღონისძიებების, მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მეოთხე ეტაპის დასაფინანსებლად გამოიყოფა 1,42 მლრდ ლარი, აქედან მხოლოდ 280 მლნ გამოიყოფა 2020 წლის ბიუჯეტიდან.   ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი, მათ შორის 400 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, 50 მლნ - ეკონომიკის...

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
access_time2020-12-01 09:55:23
•             ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.   Glovo საცალო და...

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...


მსგავსი სიახლეები

up