ალექსანდრე მოწერელია ,,ნაციონალური მოძრაობის

ალექსანდრე მოწერელია ,,ნაციონალური მოძრაობის" ქმედებას უპასუხისმგებლოს, მავნებლურს და ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობას უწოდებს

access_time2020-03-26 16:54:26

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა. ალექსანდრე მოწერელიამ მომხდარს უპასუხისმგებლო და მავნებლური უწოდა.


,,მინდა გამოვეხმაურო, იმ განხორციელებულ უპასუხისმგებლო ქმედებას, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს ზუგდიდის ცენტრში. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული შეკრება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაარიგეს პირბადეები. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვცდილობთ შევასრულოთ მაქსიმალურად და აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება, დღეს ასობით ადამიანი შეკრიბეს და დაიწყეს პირბადეების დარიგება. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება არ მოხდება და ეპიდემიის სახით არ იფეთქებს ჩვენს რეგიონში? - ეს არის მავნებლობა და მიზანმიმრთული ქმედება იმისათვის, რომე ჩვენ რეგიონში გავრცელდეს ეპიდემია და კიდევ უფრო უმართავამდე მიიყვანონ მთელი ეს მდგომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში გუშინ გვქონდა დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსის" - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.


ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მომხდარზე სამართალდამცველების მხრიდან იყო რეაგირება:



,,ჩვენ მოგვიწია სამართლდამცველების მოხსნა, სხვადასხვა ობიექტებიდან, რომლებიც ისედაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ეს უპასუხისმგებლო ქმედება შეგვეჩერებინა. ამ ყველაფერში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მე უპასუხისმგებლობის, მავნებლობის და შეგნებულად ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობის მეტს სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ! ასეთ დროს მსგავსი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებით და პიარით ჩვენ კარგს ვერაფერს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეს უნდა ესმოდეს ყველას" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.







ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი
access_time2020-10-31 16:30:39
„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი...

5 ცვლილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება ქვეყანაში

5 ცვლილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება ქვეყანაში
access_time2020-10-31 15:31:23
1-ლი ნოემბერს საქართველოს მოსახლეობას უკვე ეცოდინება თუ რა შემადგენლობის მე-10 მოწვევის პარლამენტი ეყოლება მომავალი 4 წლის განმავლობაში.   თუმცა, ამას გარდა ქვეყნის მასშტაბით 1-ელ ნოემბერს რამდენიმე ცვლილებაც ამოქმედდება.   „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შეიცვლება ხვალიდან ქვეყანაში.   1-ლი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული რეისები კიდევ 10 მიმართულებით აღდგება   1-ლი ნოემბრიდან...

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი
access_time2020-10-31 12:47:41
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის...

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...


მსგავსი სიახლეები

up