ალექსანდრე მოწერელია „ELS“-ის მსმენელებს ანტიკრიზისულ გეგმაზე და კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებზე ესაუბრა

ალექსანდრე მოწერელია „ELS“-ის მსმენელებს ანტიკრიზისულ გეგმაზე და კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებზე ესაუბრა

access_time2020-04-29 22:40:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტ „მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) მსმენელებს ონლაინ ჩართვის საშუალებით, რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გეგმებზე რის განხორციელებასაც მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახდენს. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.



სახელმწიფო რწმუნებულმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და დარგის ხელშეწყობის გეგმაზე ისაუბრა.



„სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიკროსაგრანტო პროგრამა, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გაგრძელდება და ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ოდენობის ზღვარი აიწევს 30 ათას ლარამდე, ჯამში კი ეს თანხა გაიზრდება 40 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, ჯამში, 50 მილიონ ლარამდე იზრდება. დამატებით პროგრამებსა და შესაძლებლობებზე პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს და არ მინდა მოვლენებს გავუსწრო“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.




ონლაინ ჩართვის დროს ალექსანდრე მოწერელიამ ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფოს ხელშეწყობის გზებზეც ისაუბრა.



პირველ ეტაპზე მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი პირველ ნოემბრამდე გადაუვადა, რითაც 4 500-მა სუბიექტმა ისარგებლა, რამაც მთლიანობაში 90 მილიონი ლარი შეადგინა. მცირე სასტუმროებს კი სახელმწიფომ 6 თვის საბანკო სესხის ხარჯის 80%-ს უფინანსებს - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ. მისვე განცხადებით: „საკარანტინო სივრცეები მოეწყო სასტუმროებში რათა ქონდეთ მათ ხელშეწყობა, სულ მოეწყო 83 ასეთი სივრცე, მათ შორისაა ანაკლიაში არსებული სასტუმროები. ამ სასტუმროებში დასაქმებულია 2483 თანამშრომელი“.



სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრის მეორე ნაწილში „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მსმენელების კითხვებს უპასუხა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up