ალექსანდრე მოწერელია - „ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა“

ალექსანდრე მოწერელია - „ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა“

access_time2020-10-17 14:49:03

„ბოლო წლებში წალენჯიხაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარეგანათება, აშენდა სკოლები, ბაღები, თუმცა გამოწვევა რჩება და ჩვენ ამისთვის გვჭირდება სტაბილური ქვეყანა, რომ ყველა ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდის ინვესტირება მოხდება და ჩვენი საბაზისო ინფრასტრუქტურა იქნება სისტემურად მოწესრიგებული. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები. უახლოეს 4 წელიწადში, სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული პრიორიტეტი დაეთმობა სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს ახალგაზრდებს. რეგიონში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდული მულტიფუნქციური სახლების არსებობა, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მიიღონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელი შესაძლებლობების გამოც ხშირად მათ უწევთ თავიანთი ადგილის, მშობლიური კუთხის მიტოვება და მიაშურებენ დიდ ქალაქებს“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ამდენად, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდული სახლების შექმნას და მჯერა, რომ ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენს რეგიონში ყველა იმ ცოდნისა თუ უნარის ადგილზე მიღებას, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას დაიმკიდრონ თავიანთი ადგილი დღევანდელ მსოფლიოში.


ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა. დღეს ვიმყოფებით ღვაწლმოსილი მეცნიერის სახლ-მუზეუმში - ეს არის ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დიდი მამულისშვილის ღირსეულ საქმეს გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას. ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2018-2020 წლებში სამეგრელოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი დარგში, როგორიც არის - მეთხილეობა, მივაღწიეთ დიდ წარმატებას.


ეს წარმატება პირველ რიგში მოიტანა სწორედ ხელისუფლებისა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მეთხილეების ჩართულობამ. ჩვენ ერთად დავდიოდით კარდაკარ, ერთად შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ გადავეცით სახელმწიფოს მეშვეობით ცოდნა, ტექნიკური საშუალებები და მივიღეთ გარანტირებული მოსავალი და წელს ჩვენ გვაქვს უხვი მოსავალი და ჩვენი მოსახლეობა დღეს კმაყოფილია იმ შედეგებით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ.



თხილი არის დარგი, რომლითაც ჩვენი რეგიონი გავიდა ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე და თხილი იქნება გზამკვლევი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაიყვანს სოფლის მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვან დარგებს, როგორიც არის წალენჯიხისთვის მეჩაიეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა. ამ დარგებსაც აუცილებლად მომავალში ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ბოლოს ტურიზმი, უმნიშვნელოვანესი ჩვენი ულამაზესი რეგიონისთვის, ჩვენი წალენჯიხისთვის.


გვახსოვს, ერთი წლის წინ ულამაზეს ინწრას ხეობაში, როდესაც ჩვენ ერთად მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივებთან, მუნიციპალიტეტთან ერთად საკუთარი ძალებით შევძელით მოვაწესრიგეთ უსაფრთხოების ჯებირები, მისასვლელი ბილიკები და შედეგმაც არ დააყოვნა. სწორედ ამისათვის ჩვენ გვჭირდება ღირსეული ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმისათვის რომ კიდევ უფრო დაიტვირთოს ჩვენი რეგიონი, ჩვენი მუნიციპალიტეტი ტურიზმით.


ჩვენ, ამავე წელს გავხდით პერიფერიული საზღვაო რეგიონების წევრი, რაც არის პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა რეგიონმა დაამყაროს კავშირები სხვა წამყვანი სახელმწიფოების რეგიონთან და ჩვენ შევძლოთ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი ევროპული ინვესტიცია ჩვენს რეგიონში და ჩვენს მუნიციპალიტეტში.



ერთად დგომით, ერთად შრომით, როგორც ჩვენ ვიშრომეთ ინწრას ხეობის მოსაწესრიგებლად, მივაღწევთ წალენჯიხისა და საქართველოს წარმატებას“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up