ალექსანდრე მაისურაძე - იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოგანი, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, წარმატებით ხორციელდება

ალექსანდრე მაისურაძე - იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოგანი, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, წარმატებით ხორციელდება

access_time2019-10-14 17:01:34

ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლას აფასებს.

მაისურაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა მდივანმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატებისადმი მიმართვის დროს ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მაღალი ხარისხის არის ალიანსის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობა, როგორც პოლიტიკური დიალოგის განზომილებაში, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მის მიერ გახმოვანებული სლოგანი, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, წარმატებით ხორციელდება და მაგალითად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში განხორციელებული ვიზიტი მოიყვანა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შავ ზღვაზე თანამშრომლობა, ის წინგადადგმული ნაბიჯები, რომელიც ნატო-სა და საქართველოს მიერ შავ ზღვაზე თანამშრომლობის კონტექსტში ხდება, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ, პოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების მთავარ ამოცანასთან, რაც ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაში მდგომარეობას“,- ალექსანდრე მაისურაძე.

1tv

თეგები:
NATO



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up