ალექსანდრე გოგინავა: მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც უფრო აქტიურად უნდა წარიმართოს

ალექსანდრე გოგინავა: მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც უფრო აქტიურად უნდა წარიმართოს

access_time2021-09-16 14:00:00

ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია, თუმცა სპეციალისტების თქმით, ყოველდღიურად ინფიცირებულთა დადებითი დინამიკა მოსახლეობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს და ვითარება კვლავ საყურადღებოა. ექიმების მთავარი მოწოდება კვლავ არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვაა.


„მეტ-ნაკლებად გვაქვს ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, თუმცა ეს არ არის საბოლოო შედეგი. მნიშვნელოვანია ჩვენ, მოსახლეობამ გავაგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც უნდა წარიმართოს უფრო აქტიურად, ვიდრე მიმდინარეობს და ასევ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლი მოხდეს.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 587 551 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 551 780, გარდაიცვალა 8 347 პაციენტი.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.



imedinews.ge




რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up