ალექსანდრე გიორგიძე: კომენდანტის საათი და ვაქცინის არარსებობა ტურიზმის აღდგენას აფერხებს

ალექსანდრე გიორგიძე: კომენდანტის საათი და ვაქცინის არარსებობა ტურიზმის აღდგენას აფერხებს

access_time2021-03-03 13:40:00

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საჰაერო საზღვარი უფრო მეტი ქვეყნისთვის იხსნება, შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ.



ტურისტული კომპანია Off Road Georgia-ს დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კომენდანტის საათი უცხოელი ტურისტებისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და გარკვეულმა ნაწილმა ჯავშნები უკვე გააუქმა.



,,კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მივესალმები. ეს შეზღუდვები მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ტურისტებისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, კომენდანტის საათი ისევ ძალაშია. როდესაც ტურისტი ფიქრობს, რომელ ქვეყანას ესტუმროს, როგორ ფიქრობთ არჩევას ისეთ ქვეყანაზე გააკეთებს, სადაც 9 საათის მერე ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება? ბუნებრივია, არა. ჩემს კომპანიას ჰქონდა ჯავშნები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ დღეს გააუქმეს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი კომპანიის პრობლემა არ არის. სანამ კომენდანტის საათზე შეზღუდვა არ მოიხსნება, იქამდე ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაზე საუბარი ზედმეტია. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოსთვის ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი ვაქცინა. უსაფრთხო მოგზაურება კი ტურისტებისთვის მთავარი პრიორიტეტია. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენა და ქვეყნებისთვის საჰაერო საზღვრების გახსნა, შედეგიანი ვერ იქნება,“ - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.




შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან საქართველოს საჰაერო საზღვარი დამატებით კიდევ 6 ქვეყნისთვის გაიხსნა. ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელორუსი. შედეგად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ, შემდეგია: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელი, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი და სხვა.



ცნობისთვის, იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებისთვის საქართველოს საჰაერო საზღვარი გახსნილია, სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.




business-partner.ge









ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up