ალექსანდრე ძნელაძე: ვიმედოვნებთ, საბანკო სექტორი 2019-ის ნიშნულს წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება

ალექსანდრე ძნელაძე: ვიმედოვნებთ, საბანკო სექტორი 2019-ის ნიშნულს წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება

access_time2021-02-03 10:00:00

საბანკო ასოციაცია კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების 2019 წლის ნიშნულთან დაბრუნებას წლის მეორე ნახევრიდან ელის. ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, აღნიშნული მოლოდინი ოპტიმისტურ გათვლებს ეყრდნობა.

„2020 წელს პანდემიამ შეცვალა გარკვეული მიდგომები არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ, პირველი კვარტლის ანალიზი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ გავაკეთოთ 2021-ის ზუსტი პროგნოზი. თუმცა, საბანკო სექტორში უფრო მეტი აქტივობა ალბათ, უფრო გაზაფხულზე იქნება. წლის მეორე ნახევრიდან არის ოპტიმისტური გათვლა რომ მაჩვენებლები 2019-ის ნიშნულს დაუბრუნდება,“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე განმარტებით, უმოქმედო სესხების მატებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანის პროგნოზი ზედმეტად კონსერვატულია და ასოციაცია იმედოვნებს, რომ ამ მაჩვენებლების 10%-მდე ზრდა არ დაფიქსირდება.

„სესხების ვადაგადაცილებებთან მიმართებით ეროვნული ბანკის პროგნოზი ცოტა უფრო კონსერვატულია. ვიმედოვნებ, ამ მაჩვენებლამდე არ მივა საბანკო სექტორის უმოქმედო სესების მოცულობა. იქიდან გამომდინარე თუ რა მაჩვენებლებიც იყო გასულ წელს. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ზუსტი პროგნოზირება ძალიან რთულია. იმ დარგებში, რომლებსაც სეზონური გრაფიკები აქვთ და მოხდა მათი სესხების რესტრუქტურიზება, სექტემბრამდე ჩვენ ვერ დავინახავთ აღდგა თუ არა მათი გადახდები. ამიტომ შეფასებები ცოტა პირობით იქნება,“ - განაცხადა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.


შეგახსენებთ, რომ 2020 წელი საბანკო სექტორმა პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 99.2 მლნ ლარის მოგებით (კონსოლიდირებული) დაასრულა. ბაზარზე წარმოდგენილი 15 ბანკიდან 7 მოგებაზე (206 მლნ ლარი) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სექტორს ყველაზე მოცულობითი, 1 მლრდ-მდე, 943 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა მარტში, პანდემიის დარტყმისას, სებ-მა ნამეტი რეზერვის შექმნა რომ დაავალდებულა.

business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up