ალექსანდრე ძნელაძე: „რეგულაციების გამარტივება დამტკიცებული სესხების რაოდენობას 30%-ით გაზრდის“

ალექსანდრე ძნელაძე: „რეგულაციების გამარტივება დამტკიცებული სესხების რაოდენობას 30%-ით გაზრდის“

access_time2020-03-21 10:00:07

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებებმა უნდა გაამარტივოს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღება, შეამსუბუქოს ბიუროკრატიული ტვირთი, გაზარდოს მოქნილობა და შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტი საოპერაციო ეფექტიანობა შემატოს.


„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ რეგულაციების შერბილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრედიტები უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და დამტკიცებული სესხების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით გაიზრდება.


„ცვლილება, განსაკუთრებით დღევანდელი ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება მაგალითად ტექნიკურ ნაწილს, თუ აქამდე შემოსავლის დაანგარიშების და კოეფიციენტის გამოთვლის კონკეტული სქემები იყო რეგულაციით განსაზღვრული და მასთან თანდართული მითითებები უშუალოდ სებ-ისგან ხდებოდა, დღეს მხოლოდ ფუნდამენტური მიდგომები და კოეფიციენტები არის ეროვნული ბანკისგან მოცემული, კომერციულ ბანკებს კი შეეძლებათ კოეფიციენტების მიღების მეთოდები უშუალოდ საკრედიტო პროდუქტებში გაწერონ. ასევე წინა რეგულაცია არ იძლეოდა სრულფასოვანი მოდელის ამოქმედების საშუალებას, დღეს უფრო მეტად არის ეს შესაძლებელი, რაც მეტ თვითდასაქმებულს მისცემს სესხი აღების საშუალებას. ასევე შემცირდა შუალედები შემოსავლების მიმართებაში და ოთხიდან ორზე ჩამოვიდა 1000 ლარამდე და 1000 ლარის ზემოთ. გარდა ამისა, ადრე 16 კოეფიციენტი იყო და ახლა ოთხი დარჩა. ეს გულისხმობს, რომ 1000-დან 4000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კოეფიციენტი, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ ის სერვისი, რაც მათთვის აქამდე შეუძლებელი იყო. 2019 წელს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შეიცვალა რეგულაცია და სესხი უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით გაიზრდება დამტკიცებული სესხების რაოდენობა, ადამიანები მიიღებენ სესხს მისთვის სასურველ პირობებში და რაოდენობაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2018 წელთან შედარებით ეს ვერ იქნება იგივე მდომარეობა, რადგან მკაცრად რეგულირდება ყველა კოეფიციენტი. გარდა ამისა, გაიზარდა ვადა იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში, რაც ცალსახად ამარტივებს მის მიღებას და არარეზიდენტებისთვის თანამონაწილეობის ნაწილი 40%-დან 30%-მდე შემცირდა, რაც ასევ მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.



აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს: 1. იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი. 2. უქმდება სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება. 3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ქვემოთ მოცემული ცხრილი N1-ის მიხედვით, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას. 4. იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე. 5. რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს (ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად). 6. რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას დაცვის სამი ხაზის“ (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up