ალექსანდრე ძნელაძე: „იმედია, სებ-ი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ლარის რესურსების მიწოდებას მომავალშიც მოახდენს“

ალექსანდრე ძნელაძე: „იმედია, სებ-ი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ლარის რესურსების მიწოდებას მომავალშიც მოახდენს“

access_time2020-04-27 16:40:41

ბოლო დროს ლარზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის დასაკმაყოფილებლად ეროვნული ბანკი კომერციულ საბანკო დაწესებულებებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტის ლიკვიდობას  სვოპ სქემების მეშვეობით მიაწვდის.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება, სხვა არსებული კონდიციების თანაბრობის პირობებში დროული და გონივრულია იმ ფონზე, რომ მთელმა რიგმა მყისიერმა აქტივობებმა შესაძლოა ბანკები მოკლევადიან პერიოდში ლიკვიდობის დეფიციტის წინაშე დააყენა.


„ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) აშშ დოლარის მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის. სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.



„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ ბაზრაზე ლარის დეფიციტია, ამიტომ სვოპ ოპერაციების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.


„სვოპ ოპერაციები ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია საბანკო სექტორისთვის და ეროვნული ბანკი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ლარის რესურსების  მიწოდებას შემდგომშიც მოახდენს. ბაზარზე გარკვეულწილად ლარის დეფიციტია იქედან გამომდინარე, რომ კრიზისულ პერიოდში ლარზე მოთხოვნა უფრო დიდია, ასევე კურსის ცვალებადობამ გარკვეული დანაზოგების უცხოურ ვალუტაში გადატანა გამოიწვია, აქედან გამომდინარე ესეც აწვება ლარს და მასზე მოთხოვნას ზრდის. გარდა ამისა სამთვიანი გადავადებები, რომელიც ბანკებმა კლიენტებს შესთავაზეს, გამოიწვევს იმას, რომ ისეთივე შემოსავლები ფინანსურ ინსტიტუტებს ვეღარ ექნება და ესეც გარკვეულწილად ლარის ლიკვიდობას აწვება. რაც შეეხება ამის გავლენას სავალუტო კურსზე, დარწმუნებული ვარ რომ სებ-ს აქვს გათვლა და ეს ლარის გაუფასურებაზე დამატებითი წნეხი არ იქნება. უფრო პირიქითაც, სვოპ ოპერაციების განუხორციელებლობამ, შესაძლოა ბაზარზე ლარის ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვიოს“, - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.


შეგახსენებთ, რომ სვოპ ოპერაცია წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი წინასწარ განსაზღვრული ვადით, აუქციონის წესით ყიდულობს უცხოურ ვალუტას სპოტ კურსით, მისი ფორვარდული კურსით უკან გაყიდვის პირობით.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up