ალექსანდრე ძნელაძე - „Fitch-ის რეიტინგის ცვლილება ბანკებზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს“

ალექსანდრე ძნელაძე - „Fitch-ის რეიტინგის ცვლილება ბანკებზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს“

access_time2020-04-15 15:00:55

COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შედეგად, საქართველოს უმსხვილესი ბანკების საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გაუარესდა და ის „სტაბილურის“ ნაცვლად „ნეგატიურით“ ჩანაცვლდა. ამის შესახებ ინფორმაცია, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საბანკო სისტემის შესახებ განახლებულ მიმოხილვაშია მოცემული.


„მოველით, რომ საქართველოს შენელებული ეკონომიკური აქტივობა, ასევე ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და შინამეურნეობების შემცირებული რეალური შემოსავალი, ნეგატიურ როლს შეასრულებენ საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხზე, მის შემოსავლებსა და კაპიტალიზაციაზე“,- ნათქვამია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიმოხილვაში.


Fitch-ის შეფასების ცვლილებამდე „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ რეიტინგი „BB –“, ხოლო რეიტინგის მოლოდინი „სტაბილური“ იყო, განახლებული შეფასებით, ის კვლავ „BB –“ შეადგენს, ხოლო რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიურით“ შეიცვალა.


საკრედიტო რეიტინგის განახლებამდე, „ლიბერთი ბანკის“, „ბაზისბანკის“ და „ტერაბანკის“ რეიტინგი „B+“ იყო, რეიტინგის მოლოდინი კი „სტაბილურს“ შეადგენდა, თუმცა ახლა ბანკების საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიურით“ არის შეცვლილი.



უცვლელი დარჩა მხოლოდ „პროკრედიტ ბანკის“ რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ „BB+“, ხოლო მოლოდინი „სტაბილურია“.


„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ამ რეიტინგის ცვლილება ბანკებზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს, რადგან ქართული საბანკო სისტემა სტაბილურია, ყველა ბანკს ადეკვატური კაპიტალი აქვს და ლიკვიდობის მხრივაც პრობლემები არ არის.


„ძირითადად მონაცემები მოლოდინების ნაწილში არის შეცვლილი. აქ საუბარია იმაზე, როგორ მოიქცევა კრიზისის შემდეგ პერიოდში საკრედიტო პორტფელი, სამომხმარებლო სესხების მიმართულებით დღეს არ არის ზუსტად ჩამოყალიბებული პოზიცია რა და როგორ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ დასკვნაში აღნიშნულია „გაჯანსაღება-რეზოლუციის ჩარჩო პროექტიც“, რომელიც საბანკო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საუბარია, რომ 6 თვეში როცა მისი ყველა ნორმატიული დოკუმენტი მზად იქნება, არსებულ რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს. რეალურად დღეის მდგომარეობით რთულია ვთქვათ, რომ ამ რეიტინგის ცვლილება ბანკებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს, რადგან ცალსახაა, რომ ქართული საბანკო სისტება სტაბილურია, ყველა ბანკს ადეკვატური კაპიტალი აქვს და ლიკვიდობის მხრივაც პრობლემები არ არის. ძირითადად ამ რეიტინგების ცვლილება მიბმული იყო ბანკების საკრედიტო პორტფელთან და  იმასთან, აღნიშნული კრიზისიდან გამომდინარე თუ რა ეფექტს იქონიებს ეს ფაქტი ზოგადად ეკონომიკაზე, აქ არცერთი ბანკის კონკრეტულ რისკზე არ არის საუბარი. რაც შეეხება „პროკრედიტ ბანკს“, რომელმაც შეინარჩუნა „სტაბილური“ მოლოდინი, მისი საკრედიტო პორტფელი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს მოიცავს, რაც მსგავსი კრიზისების დროს სამომხმარებლო სესხების პორტფელისგან განსხვავებით საკმაოდ ელასტიურია“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up