ალექსანდრე ჯეჯელავა უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოში შემოსვლის გამარტივებას გეგმავს

ალექსანდრე ჯეჯელავა უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოში შემოსვლის გამარტივებას გეგმავს

person access_time2016-08-01 12:01:41

განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოში შემოსვლის პროცესის გამარტივებას გეგმავს.


ალექსანდრე ჯეჯელავამ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი კოკა თოფურია, რომელიც „კომერსანტთან" ამბობს, რომ საქართველო განათლების ექსპორტიორი უნდა გახდეს და ამ მოსაზრებას განათლების მინისტრიც იზიარებს.


მისივე თქმით, არსებობს პოტენციალი ყოველწლიურად ქვეყანაში 200 მილიონი დოლარი შემოვიდეს. 


 

თოფურიას გათვლებით, დღეს უმაღლეს სასწავლებლებში 45 ათასი აკრედიტებული ადგილია,   ვაკანტურ ადგილებზე კი 25-26 ათასი აბიტურიენტი ხვდება. შედეგად,  გამოდის რომ ქვეყნის მასშტაბით 20 ათასი ადგილი თავისუფალი რჩება, რომელიც შესაძლებელია უცხოელი სტუდენტებით შეივსოს. საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ თითოეული სტუდენტი წელიწადში  10 ათას დოლარს ხარჯავს. თოფურიას თქმითვე, მთავრობას შეუძლია რეგულაციების გამარტივებით გაზარდოს შემოსავლები, რადგან დღეს სასწავლო ვიზის აღება რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. საქართველოს ბევრ ქვეყანაში არ აქვს საკონსულო და  მეზობელ ქვეყნებთან აგებს კონკურენციას.

 

საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ ის გაამარტივებს უცხოელი სტუდენტებისთვის შემოსვლის პროცესს. ამასთან თოფურიას განმარტევითვე, მხოლოდ განათლების სამინისტრო ვერ შეძლებს რეგულაციების მოხსნას, შუამდგომლობით უნდა მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ერთად უნდა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც გაუადვილებს უცხოელ სტუდენტებს საქართველოში შემოსვლას.


 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up