ალექსანდრე ჯეჯელავა ინტერნეტიზაციის პროექტს ქვეყნისთვის „პრინციპულს“ უწოდებს

ალექსანდრე ჯეჯელავა ინტერნეტიზაციის პროექტს ქვეყნისთვის „პრინციპულს“ უწოდებს

person access_time2016-07-28 12:14:59

ყველა ქვეყნისთვის, რომელმაც განათლების და ეკონომიკის კუთხით სწრაფი განვითარება შეძლო, ინტერნეტის გამოყენება პრინციპული იყო. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა NDI-ს კვლევების შედეგებს, რომელთა თანახმად, საქართველოში ინტერნეტზე ხელი მოსახლეობის მხოლოდ 32%–ს მიუწვდება. ჟურნალისტი დაინტერესდა, რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

ჯეჯელავას თქმით, თავად კვლევის საიმედოობაზე მას „მაღალი შეხედულება“ არ აქვს წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების მასშტაბების გაზრდას, მინისტრის თქმით, 

 

“ეს ნამდვილად არის ამოცანა, რადგან მოგეხსენებათ ყველა ქვეყანაში, ვინც იგივე განათლების და ეკონომიკის კუთხით შეძლო სწრაფი გაუმჯობესება, ინტერნეტის გამოყენება პრინციპულია.“


 

მისივე თქმით, განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგების გამოყენებაზე სულ უფრო მეტ სკოლას, რეგიონს და მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია.


„რაც შეეხება იმას, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით. პრემიერმაც ისაუბრა რამდენიმე სხდომის წინ უპრეცედენტო პროექტის შესახებ. სოფლებში ფართოზოლოვანი, სწრაფი, ინტერნეტის შეყვანის პროექტი და ფაქტობრივად ყველა სოფელში გვექნება ოპტიკური კავშირი, ძალიან ხარისხიანი. და სხვა ქვეყნების გამოცდილება რომ ნახოთ, ასეთივე პროექტებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია განათლებაზე, ეკონიმიკაზეც და სხვა სფეროებზეც. მე პირადად მეჩვენება, რომ მეტს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტზე. მობილურის დაფარვის ციფრები ვიცი და ეს ციფრები რომ მაღალია, მგონია, რომ მობილური ინტერნეტის გამოყენებაც წესით უნდა იყოს უფრო მაღალი,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.




თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up