„საქართველოში არ არსებობს გარანტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოს არ დაკარგავს“- ალექსანდრა აროშვილი

„საქართველოში არ არსებობს გარანტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოს არ დაკარგავს“- ალექსანდრა აროშვილი

access_time2020-03-30 10:00:24

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიოში 25 მილიონამდე სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ კორონავირუსის პანდემიას შეუძლია გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 25 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ შესაბამისი ქვეყნების მთავრობები სწრაფად არ იმოქმედებენ, რათა მოსახლეობა პანდემიის გავლენისგან დაიცვან.


სოციალური პოლიტიკის მკლევარი ალექსანდრა აროშვილი ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობა უმუშევრობის თვალსაზრისით, საქართველოსაც დაუდგება, რადგან სოციალური დაცვის სისტემა ქვეყანაში ძალიან სუსტია. მისივე თქმით, ჯანდაცვის თვალსაზრისით,დაავადებას შეძლებისდაგვარად წარმატებულად რომც გავუმკლავდეთ, სოციალური თვალსაზრისით ძალიან დიდი ჩავარდნა გვექნება.


„საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა მთლიანად მიზნობრივია და ძალიან სუსტი. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ მასში გადანაწილების მექანიზმები მთლიანად გააქრო. მიზნობრივად ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა იყო მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული. წარმოვიდგინოთ, რომ როდესაც ასეთი სოციალური პოლიტიკა გვაქვს ნორმალურ პირობებში ანუ  კრიზისამდე, რა ხდება მაშინ, როდესაც კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგებით, როგორიცაა გლობალური პანდემია. ამ პირობებში, ისედაც სუსტი და მიზნობრივი სოციალური დაცვის სისტემა კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება:ჩვენ არ ჩაგვიდია ინვესტიცია საზოგადოების სოციალურ განვითარებაში, შესაბამისად, ის ძალიან სუსტია იმისთვის, რომ არსებული კრიზისი მინიმალური დანაკარგებით გადაიტანოს. ამიტომ, სამწუხაროდ, სულ რომ ჯანდაცვის თვალსაზრისით დაავადებას შეძლებისდაგვარად წარმატებულად გავუმკლავდეთ, რისი იმედიც ყველას გვაქვს, სოციალური თვალსაზრისით ძალიან დიდი ჩავარდნა გვექნება“, - აღნიშნავს ალექსანდრა აროშვილი.


ალექსანდრა აროშვილი შრომის კანონმდებლობის აღსრულების პრობლემაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ის ადამიანები, ვისაც იზოლაციის საშუალება არ აქვთ და სამუშაო ადგილზე მათი ყოფნა აუცილებელია, დაცული და აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმებით და გაზრდილ ანაზღაურებასაც მიიღებენ.



„გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან შრომის კანონმდებლობის აღსრულების პრობლემა ისედაც იყო, ისედაც არ გვქონდა ძლიერი, ეფექტური შრომის რეგულირების სისტემა და სოციალური პასუხისმგებლობის მინიმალური სტანდარტები კომპანიებისთვის, რა თქმა უნდა, შექმნილი კრიზისი ორმაგად მძიმე დარტყმა იქნება მშრომელებისთვის - ერთის მხრივ იმიტომ, რომ მათ, ვისაც არ აქვს საშუალება იზოლირდეს სახლში, იმუშაოს დისტანციურად, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ერთის მხრივ,  ეს ადამიანები დაცული და აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმებით, მეორეს მხრივ კი ამისთვის გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, ისევე როგორც, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ექიმები, ექთნები და მთელი მედპერსონალი, რომელიც ახლა ამ ბრძოლაშია ჩართული, შესაბამის პირობებში მუშაობენ ან შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.


თუმცა,რაც ყველაზე სახიფათოა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ დაკარგავს სამუშაო ადგილებს.  დღეს ეს არამხოლოდ საქართველოს გამოწვევაა. ჩვენთან ვითარებას განსაკუთრებით ის ამძიმებს, რომ არ გაგვაჩნია დანაზოგები - სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილს საქართველოში დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზეა დასაქმებული და ვალებზე დამოკიდებულ ადამიანებს შეადგენენ, რომლებიც სამუშაო ადგილის დაკარგვის შემთხვევაში, სრულიად დაუცველნი რჩებიან“, - განმარტავს აროშვილი.


მისივე თქმით, როდესაც ადამიანებისთვის ეკონომიკური აქტივობის შეწყვეტა ხდება მასობრივად და არა მათი, ინდივიდუალური მიზეზით, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა აუცილებელი ხდება, მაგალითად, დროებითი შრომისუუნარობის სტატუსის მინიჭება მოქალაქეებისთვის და შესაბამისი კომპენსაცია. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს დროებითი უმუშევრობის შემწეობის სისტემა, ისევე, როგორც დროებით უმუშევრებისთვის არ გვაქვს მათი კონტრიბუციების უწყვეტობის გარანტიები.


„მიმდინარე პანდემიამ საკმაოდ კარგად გამოკვეთა უამრავი პრობლემური საკითხი როგორც გლობალურად, ისე საქართველოში - იქნება ეს პრივატიზებული ჯანდაცვის პრობლემა, მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკის პრობლემები, ეთნიკური უმცირესობებისადმი ინფორმაციის არასაკმარისად მიწოდების და არაინტეგრირებულობის პრობლემა, რამაც დაავადების სავარაუდო აფეთქების კერა სწორედ ამ რაიონებში შექმნა. თუმცა ასევე, მან თვალსაჩინოდ გამოკვეთა ჩვენი სოციალური დაცვის სისტემის სისუსტე და საბიუჯეტო პარამეტრების გადახედვის საჭიროება. როდესაც ეკონომიკური კრიზისის პრევენციის ინიციატივების მთელი რიტორიკა მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობისკენ არის მიმართული და არა სოციალური პასუხისმგებლობის გამკაცრებისაკენ, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოში ისედაც არ არსებობდა სოციალური პასუხისმგებლობა, ცხადია, ის არ იარსებებს და კიდევ უფრო გაქრება საგანგებო ვითარებაში. თუმცა,ეკონომიკის სტიმულაციაში არამხოლოდ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა იგულისხმება, არამედ თავად სახელმწიფოს გაძლიერების აუცილებლობის გაცნობიერება. ბიუჯეტი ისედაც შემცირდება, თუმცა,  ახლა, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება გაზრდილი სახელმწიფო ხარჯვა, მნიშვნელოვანია არ მივიღოთ ისეთი უგუნური ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო დაასუსტებს სახელმწიფო ბიუჯეტს“, - აცხადებს ალექსანდრა აროშვილი.


ნინო თამაზაშვილი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up