ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე მკვლელობის მიზნით თავდასხმას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"მათ აჩვენეს, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი. შემდეგ აღმოვაჩინეთ უცხოური სპეცსამსახურების მუშაობა, სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ან გამოძიების ფედერალური ბიუროს - არ ვიცი ამერიკელებიდან იქ რომელი მუშაობდა. მათ სურდათ მინსკში დაბრუნება და პრეზიდენტსა და მის შვილებზე თავდასხმის ორგანიზება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
„მიკვირს, რატომ იქცევიან ამერიკელები ასე? გახსოვდეთ, რომ მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარდა, ვერავინ დააყენებს პრეზიდენტის მოშორების ამოცანას. მხოლოდ ისინი და არა სპეცსამსახურები“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს ყურადღება მისი მკვლელობის დაგეგმვის საკითხზეც გაამახვილა.
"მეტს გეტყვით. მადლობელი ვარ პუტინის, როდესაც ის ბაიდენს ესაუბრა, ეს კითხვა დაუსვა, მან კი პასუხი არ გასცა. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დამირეკა და ამის შესახებ მითხრა, როდესაც აზერბაიჯანიდან ჩამოვედი,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
Ipn.ge