ალექსანდრ ლუკაშენკო - მე და ვლადიმერ პუტინს ხვალვე შეგვიძლია გაერთიანება, მაგრამ მთავარი კითხვაა, რამდენად არიან მზად ამისთვის ბელარუსები და რუსები

ალექსანდრ ლუკაშენკო - მე და ვლადიმერ პუტინს ხვალვე შეგვიძლია გაერთიანება, მაგრამ მთავარი კითხვაა, რამდენად არიან მზად ამისთვის ბელარუსები და რუსები

access_time2019-02-18 21:56:49

მე და ვლადიმერ პუტინს ხვალვე შეგვიძლია გაერთიანება, მაგრამ მთავარი კითხვაა, რამდენად არიან მზად ამისთვის ბელარუსები და რუსები, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა და რუსეთმა სამოკავშირეო ურთიერთობები უნდა გააანალიზონ. ლუკაშენკოს განცხადებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ არც თავად და არც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში მუდმივად არ იქნებიან და მნიშვნელოვანია, თუ რას უტოვებენ ლიდერები მომავალ თაობას.

 

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თანამედროვე ეპოქაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, არ არსებობენ, რადგან მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულია.


 

„ნახეთ, რა ხდება მაგალითად დასავლეთ ევროპაში. ევროპარლამენტი წევრი ქვეყნებისთვის შესასრულებლად აუცილებელ იმაზე მეტ გადაწყვეტილებას იღებს, ვიდრე ამას საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო, სხვა რესპუბლიკებთან მიმართებაში აკეთებდა. შეხედეთ, სამხედრო ალიანსს, ნატო-ს. ფიქრობთ, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანას საკუთარ ტერიტორიაზე საშუალო მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების განთავსება სურს? ეს არავის არ უნდა. ისინი ჩუმად სხედან. სადაა მათი სუვერენიტეტი?“, – აღნიშნა პუტინმა.

 

წყარო: 1TV






თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია
access_time2019-05-23 15:30:44
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ კვირებში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით...

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up