ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

access_time2019-12-07 16:00:09

 

„ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

 

მისი თქმით, თუ არავინ არ აპირებს ბელორუსიის დაპყრობას, მაშინ რა აზრი აქვს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ვინმესთვის ჩუქებას?

 

„ჩვენ უკვე გვეყო ეს უდროობა და მათრახები. არ უნდა მივცეთ არავის საბაბი იმისთვის, რომ ვინმემ მოინდომოს ჩვენი დაჩოქება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, დღეს დიდი ყურადღებაა მიპყრობილი ბელორუსიის და რუსეთის ურთიერთობებისკენ და ეს საკითხი ძალიან ბევრს აინტერესებს მოსკოვის და მინსკისგანაც ძალიან შორის.

 


„ვიტყვი მთავარს - რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსები კი - ჩვენი ძმები. ის არის პარტნიორი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში და რუსულ-ბელოსურული კეთილმეზობლობა დადასტურებულია წლების მანძილზე. შეიძლება ბერვ რამეზე ვიკამათოთ, თუმცა, მაინც ვრჩებით მოკავშირეები. და თუ ვინმეს აწუხებს, რომ გვექნება საერთო პარლამენტი - მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არაა. მე 1 წლის წინ ვუთხარი პუტინს - „თუ ჩვენ დავიწყებთ ამ ტიპის საკითხების განხილვას - შორს ვერ წავალთ და არც ვიხილავთ“   - თქვა ლუკაშენკომ.

 

მისი თქმით, ის ხედავს, რომ კრემლში ბევრს სურს ორი ქვეყნის გაერთიანება.

 

„რუსეთის ხელმძღავენელობაში სხვადასხვა ადამიანებია და ზოგი დაინტერესებულია ჭანჭიკების მოჭერით. მაგრამ ეს საკითხები გადაწყდება რუსეთის და ბელორუსიის კონსტიტუციების საფუძველზე“,  - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მან ასევე თქვა, რომ ბელორუსიას საერთოდ არაფერი არ უნდა რუსეთისგან.

 

„უბრალოდ გვინდა შესრულდეს ჩვენი შეთანხმებები. თუ ეს კავშირია, მაშინ თანასწორობის საფუძველზე. სხვანაირად გამოდის ანექსია, დაპყრობა, დამონება. არა, დღეს უკვე სხვა დროა,  ბელორუსებთან ასე უკვე არავინ არ ილაპარაკებს. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ“ - ირწმუნება ალექსანდრ ლუკაშენკო.

 

შაბათს, 7 დეკემბერს, სოჭში ჩატარდება ლუკაშენკოს მორიგი შეხვედრა პუტინთან, 8 დეკემბერს კი ქვეყნები აღნიშნავენ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის მე-20 წლისთავს.

 

Newsu. Com





პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up