ალეკო ელისაშვილი - უკვე ფეხი დაგვიცურდა და ქვეყანა უფსკრულში იჩეხება, თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია

ალეკო ელისაშვილი - უკვე ფეხი დაგვიცურდა და ქვეყანა უფსკრულში იჩეხება, თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია

access_time2021-04-02 16:10:00

ეს ქვეყანა უფსკრულში იჩეხება, უკვე ფეხი დაგვიცურდა და უფსკრულისკენ მივექანებით. თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია - დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.


ელისაშვილი როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას მოუწოდებს, საჯაროდ თქვან, აწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა დადო. მისი თქმით, ზიანდება არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯი, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი.


„ძალიან სამარცხვინოა ქართველი პოლიტიკოსებისთვის, პარტიების თავმჯდომარეებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ ასეთ რაღაცას ვისმენთ. ევროპარლამენტის შვიდმა წევრმა განცხადებას ხელი მოაწერა და სირცხვილთან ერთად, ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი გაჯიქების გამო, დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ უკვე ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება 60 მილიონი ევროს შეჩერება ასეთ ღარიბ და პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმას უნდა მოხმარებოდა და ოქტომბერში უნდა ჩარიცხულიყო. ამდენად, მე, როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, მივმართავ ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, თოთოეული პარტია ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა მაგიდაზე დადო. დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, მერე გამოდიან, აბსოლუტურად სხვას იძახიან და შემდეგ სხვას აბრალებენ. გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა დანარჩენი პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს. ჩვენ პარლამენტში ვართ, მაგრამ რადგან მოლაპარეკების მაგიდასთან მსხდომი ერთ- ერთი პარტია ვართ, ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.




IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up