მთავარი პრობლემა ისაა, რომ გულწრფელი კომპრომისის მზაობა მე ვერ დავინახე, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კრისტიან დანიელსოთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხუთ საკითხზე იმსჯელეს, საიდანაც სამზე შეთანხმდნენ: საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე, ე.წ. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა.
„გულწრფელი შეთანხმების და კომპრომისის მზაობა იქ არ იყო. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება არაო. პოლიტპატიმრებზე თითქოს ვთანხმდებით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისის მზაობა მე ვერ დავინახე“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
imedinews.ge