ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტმა შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაიწყოს გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დადგეს

ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტმა შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაიწყოს გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დადგეს

access_time2019-09-17 14:15:52

ენდენციის სახე მიიღო გამაოგნებელმა და აღმაშფოთებელმა გარემოებამ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ზედმიწევნით ათავისუფლებს ძალიან მძიმე დანაშაულებში, მკვლელობაში მსჯავრდებულებს, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ამასთან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც კი მიიჩნევს თავს ვალდებულად, რამე განმარტოს.


„ეს შემთხვევები მიმყარებს ეჭვს, რომ კორუფციაშია ჩართული შეწყალებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი. სხვა ახსნა არ მაქვს. შეწყალების კომისია გაუქმებულია. ჰაერში გამოკიდებულია დებულება, კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მსჯავრდებულთა საქმეები ხარისხდებოდა. ორივე შეწყალებული იყო აჭარელი, აჭარაში რაღაც კორუფციული სქემა ააწყო სალომე ზურაბიშვილმა და აკეთებს ფულს. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.


მისი თქმით, 2019 წლის იანვარში დაითხოვეს შეწყალების კომისია და რატომ არ არის დაკომპლექტებულა დღემდე, თუ კორუფციასთან არ გვაქვს საქმე. როგორც ელისაშვილმა განმარტა, კომისია არის პრეზიდენტის სარეკომენდაციო ორგანო.


„უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტს, გააკეთოს განმარტებები. ის პირადად იღებს მსჯავრდებულის საქმეებს, თავიდან ბოლომდე კითხულობს დახასიათებებს და ასობით საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას. შეწყალების კომისია არ განიხილავდა არც ერთი მის მიერ შეწყალებულის საქმეს, რადგან მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი. აბსოლუტურ უპასუხისმგებლობასთან გვაქს საქმე. თუ განმარტებებს არ გააკეთებს, უნდა დაიწყოს მის მიმართ გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დაისვას“, – განაცხადა ელისაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.


1tv





„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up