ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, თქმას ვერ ბედავენ, იმის ეშინიათ, რა დღეშიც ჩვენი პარტია ვართ - ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს

ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, თქმას ვერ ბედავენ, იმის ეშინიათ, რა დღეშიც ჩვენი პარტია ვართ - ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს

access_time2020-12-11 21:40:43

პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, უბრალოდ, თქმას ვერ ბედავენ. იმის ეშინიათ, რა დღეშიც ერთი კვირაა მე და ლევან იოსელიანი და ჩვენი პარტია ვართ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება“ შეთანხმებების საფუძველზე, იმას თმობს, რაც საქართველოში მისივე თქმით, 30 წელია, სანატრელია.

„ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს მე და იოსელიანს და ჩვენ პარტიას. მინდა აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, არანაირი ბანაკი არ მაქვს და ჩემ გარშემო არ ვაგროვებ, უბრალოდ, იდენტური პოზიციები აქვს იმას, ვისაც აქვს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და ამ ქვეყნისადმი, არეულობა, რევოლუცია, ვისაც არ უნდა. მე პარლამენტში ვერავინ დამინახა, არც ლევან იოსელიანი და არც მე იქ არ ვყოფილვართ, ჩვენ მანდატები გვაქვს, ჩვენ იქ არ მივალთ და პარლამენტში არ შევალთ, თუ არ გაფორმდება შეთანხმება, შეთანხმება მომავალზე. იმ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას“ ვათმობინებთ ისეთ რაღაცებს, რაც 30 წელია სანატრელია საქართველოში და რაც მთავარია, თმობს. მე ვარ აგერ ცოცხალი მოწმე, ჩემ თვალწინ მიდის ეს პროცესი, მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ველაპარაკები, ვაწვები „ქართულ ოცნებას“, იხევენ უკან, კომპრომისზე მიდიან.

ყველას უნდა პარლამენტში შესვლა უბრალოდ თქმას ვერ ბედავენ. იმის ეშინიათ რა დღეშიც ერთი კვირაა მე და ლევან იოსელიანი და ჩვენი პარტია ვართ. გვლანძღავენ, მოღალატეები, საზიზღრები ხართო, მაგრამ ჩვენ რომ დარწმუნებულები ვართ, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია გვაქვს და ჩვენ გვწამს, შეთანხმება უნდა გადარჩეს, შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა, გამბედაობა და ღირსება, რომ მოვაწეროთ და მერე შევიდეთ პარლამენტში. ჩემზე ამბობდნენ, იქ ვნახავთო, კიდევ ვამბობ, თუ შეთანხმება არ შედეგება, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, არც მე, არც ლევანი.


დღეს რაც მოხდა, „პიონერთა სასახლის“ ეზოში, რაც მოაწყვეს, ეს არის ზუსტად მოტყუება და ხალხის შეურაცხყოფა. რა მაგარი ხალხი იყო შეკრებილი, რას მოაწერეს ხელი - ჩვენ ვაფორმებთ მეორანდუმს, რომ ვხევთ მანდატებს და არ შევდივართ პარლამენტშიო და ვინ ამბობს ამას - უგულავა, ბოკერია, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, კუკავა, რომელთაც მანდატები არ აქვთ და ხელი მოაწერეს, მანდატებს ვთმობთო. ახლა გეტყვით დანარჩენები რას აკეთებენ, თქვეს, ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, მაგრამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთო, ვის ატყუებენ, თან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თან თურმე, მანდატს ხევენ, თუ მანდატს ხევ, მონაწილეობას რა აზრი აქვს, ვის ატყუებ ელჩებს?“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up