ალეკო ელისაშვილი - მერაბიშვილი სასჯელს 26 მაისის აქციის დარბევის გამო იხდის, დადგება დრო, როდესაც გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის დარბევის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება

ალეკო ელისაშვილი - მერაბიშვილი სასჯელს 26 მაისის აქციის დარბევის გამო იხდის, დადგება დრო, როდესაც გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის დარბევის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება

access_time2019-06-24 15:57:46

საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, სერიოზული შედეგია, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ნულოვანი ბარიერის დაწესება, ეს არის ეშმაკობა. ახლა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ეცდება, წაახალისოს პატარ-პატარა პარტიები, იმისთვის, რომ პარლამენტში აჯაფსანდალი მივიღოთ და დაახლოებით, ის, რაც 1992 წელს შევარდნაძეს პარლამენტში ჰქონდა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი გადაწყვეტილებას, რომ ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს.


როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ის რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დათანხმდა, კარგი შედეგია.


რაც შეეხება აქციის მონაწილეთა კიდევ ერთ მოთხოვნას შს მინისტრის გადადგომის შესახებ, ელისაშვილის თქმით, ეს ძალაში რჩება.



„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი. ამ წარმატებას ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფეხს არ იცვლიდა და და ახლაც არ იცვლის რუსთაველის გამზირზე. ჩემს „ფეისბუქზე“ ვიხუმრე კიდეც, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, ცალ ყურში აღარ ესმის, თორემ ჩვენ გიორგი გახარია გადადგომასაც ვითხოვთ-მეთქი. ალბათ, ეს დროში გადაავადა და ვერ ხვდებიან, რომ გახარიას აუცილებლად მოუწევს შს მინისტრის თანამდებობის დათმობა.


ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის 26 მაისის აქციის დარბევის გამო. დადგება ის დრო, როდესაც გიორგი გახარია სასამართლოს წინაშე წარსდგება 20 ივნისის აქციის დარბევის გამო. ასე, რომ აქეთ უნდა იხვეწებოდეს გახარია და ივანიშვილიც, რომ გავუშვებთ და ეს ყველაფერი ასე დასრულდება, მაგრამ ვერ ვხვდები, ამის ჭკუა რატომ არ ჰყოფნით?! გახარიას გადადგომა დროში გადაავადეს. გახარია ვიდრე არ წავა თანამდებობიდან, მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება“, - განაცხადა ელისაშვილმა.


IPN





ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up