ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, დავით საგანელიძე კი ძველი თბილისის მაჟრიტარობას მთავაზობდა

ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, დავით საგანელიძე კი ძველი თბილისის მაჟრიტარობას მთავაზობდა

access_time2018-09-29 11:10:58

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მან აღნიშნული შეთავაზება 2011 წელს მიიღო, რაზეც უარი განაცხადა.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის განცხადებით, ამის შემდეგ დავით საგანელიძემ ძველი თბილისის მაჟრიტარობა შესთავაზა, რაზეც ასევე უარი განაცხადა. ელისაშვილის თქმით, ამით მან შეძლო, ეკონტროლებინა ხელისუფლება და მათთან ყოფილიყო კრიტიკული. ელისაშვილი ივანიშვილთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გამორიცხავს.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ეს იყო 2011 წელს. უარი ვთქვი. შემდეგ უკვე საგანელიძე მთავაზობდა ვყოფილიყავი ძველი თბილისის მაჟრიტარი დეპუტატი, მაშინ უარი ვთქვი და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი - თავი თუ შევინახე, შევინახე იმისთვის, რომ მქონოდა ამათი კონტროლის უფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საუბრობს დემოკრატიაზე, მაგრამ თვითონ რომ ხალხს სული ამოართვეს, როგორი დასაჯერებელია მათი?! ამიტომ საკრებულოში „ნაციონალური მოძრობა“ კრიტიკას რომ იწყებდა, ცხრა წელიო იწყებდნენ და მე ვერანაირ ცხრა წელს გამიხსენებდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


IPN 

თეგები:
ელისაშვილი



მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა“

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით  ჩაგვეტარებინა“
access_time2019-11-14 15:57:28
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა...

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია...


მსგავსი სიახლეები

up